Chinesestories
სტიპენდია ჩინეთში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის დაწყების მსურველთათვის

აღმოსავლეთ ჩინეთის პედაგოგიური უნივერსიტეტი 1951 წელს დაარსდა ქალაქ შანხაიში და ითვლება ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტად, საერთაშორისო თვალსაზრისით კი 371-ე ადგილზეა.

„ოთხი მაისის ოძრაობა“ 1919 წელი

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 5 ათასმა სტუდენტმა პეკინის 13 უნივერსიტეტიდან და კოლეჯიდან, რომელთაც აცხადებდნენ, რომ სიკვდილის ფასად დაიცავდნენ ცინგტაოს და ქვეყნის გამყიდველ მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს შესაფერისად დასჯიდნენ. ისინი ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის სახლთან მივიდნენ, რის გამოც მათ დასაკავებლად მხედართმთავრების მთავრობამ  პოლიცია გაგზავნა, თუმცა პოლიციის მოსვლამდე უმრავლესობა გაიქცა და მათ მხოლოდ 32 სტუდენტის დაჭერა მოახერხეს.

სტუდნტების დაჭერის გამო პეკინის უნივერსიტეტის რექტორმა ლექციები გააუქმა, მათ პროტესტს მხარი დაუჭირა მთელმა ქვეყანამ და მალე მთელი ქვეყნის მაღაზიების, საწარმოებისა და ქარხნების თანამშრომლები ჩაერთნენ საპროტესტო აქციაში. ხალხმა შეწყვიტა იაპონური პროდუქტის შეძენა და იაპონელების ტრანსპორტზე ბილეთების შეძენა. 
შანხაის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა აღმოსავლეთ ჩინეთის უნივერსიტეტში

აღმოსავლეთ ჩინეთის უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ შანხაიში და ითვლება ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტად.სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ ენის კურსების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა

სტიპენდია მეზღვაურებისთვის ჩინეთში

სტიპენდიაზე განაცხადი მიიღება 2022 წლის 15 აპრილამდე. მართალია, სტიპენდიის განცახადებაში ჩამოთვლილ ქვეყნებში საქართველო არ უწერიათ, მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს ცდად ღირს. 

მარქსიზმის გავრცელება ჩინეთში და კომუნისტური პარტიის დაარსება

"ევროპის ომი დასრულდა, ჩვენ კი დავრჩით ოცნებაში, რა ჰუმანურობაზე, სამართლიანობაზე და გამარჯვებაზეა საუბარი, ომის შემდგომი მსოფლიო აღარ იქნება ყაჩაღი მსოფლიო, იქნება უფრო ადამიანური. ვინ იცოდა ეს სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ყაჩაღი მთავრობის ყალბი დაპირებები  ყოფილა.  ვხედავთ, პარიზის სხდომის გადაწყვეტილებებს, რომელს აქვს იოტის ოდენა ჰუმანურობის, სიმართალის, სამართლიანობის, სინათლის ჩრდილი! რომელი არ არის პატარა, სუსტი ერის თავისუფლების, უფლების დიდ ყაჩაღ ქვეყანაზე მსხვერპლად შეწირვა!"  _ ლი ტაჭაო

ჩინელი ფილოსოფოსების აზრის გამოხატვის მეთოდები
ჩინური ტრადიციის თანახმად, ფილოსოფიის შესწავლა არ არის პროფესია, ყველა ჩინელმა უნდა ისწავლოს ფილოსოფია და ეს იგივეა, რაც ყველა დასავლელი ადამიანისთვის ეკლესიაში სიარული. ფილოსოფიის შესწავლის მიზანია, ადამიანს მისცეს შესაძლებლობა, ჩამოყალიბდეს ადამიანად და არა რაიმეს სპეციალისტად. 
ტექსტების თარგმნა სხვის მიერ დაღეჭილი საჭმლის მირთმევის მსგავსია.  თუ კი შენ არ შეგიძლია დაღეჭო საჭმელი, მაშინ სხვისი დაღეჭილი უნდა ჭამო. 
საერთაშორისო მეცნიერების ორგანიზაიციის ალიანსის სტიპენდია მსოფლიოს ახალგაზრდა მეცნიერებისთვის ჩინეთში
სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე კვლევის გაგრძელების მსურველებმა 
ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტი (浙江外国语学院)  აცხადებს

ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ონლაინ გაცვლითი პროგრამის  „ჩინეთის ხიდის“  მთავარი თემა არის ჩინური ტელევიზია და ფილმები.

მანჭოუსა და ცინგის მნიშვნელობა
1616 ნურხაჩიმ გამოიყენა ძინი და დაარქვა თავის ახლად შექმნილ სახელმწიფოს, რათა ნიუჭენელი ხალხისთვის გაეხსენებინა მე-12 საუკუნის დროინდელი ნიუჭენების ძინის დინასტია. 1636 წელს კი ხუანგ თაიძიმ ძინი შეცვალა ცინგით, რადგან ის ხვდებოდა თავისი სახელმწიფოს შემადგენლობაში უკვე თავად ნიუჭენებზე მეტნი იყვნენ ხანის ჩინელები და მას ხანის ხალხის მხარდაჭერა სჭირდებოდა მინგის დინასტიის დასამხობად, მოკლედ რომ ვთქვათ ხუანგ თაიძიმ ჭკუა იხმარა, ხანელების გულისა და ნდობის მოსაპოვებლად.