Chinesestories

ჩანგანის უნივერსიტეტის სტიპენდია

ჩანგანის უნივერსიტეტის სტიპენდია

ჩანგანის უნივერსიტეტი დაარსდა 2000 წელს სიანის გზატკეცილის უნივერსიტეტის, სიანის საინჟინრო ინსტიტუტისა და ჩრდილო-დასავლეთის სამშენებლო ინჟინერიის ინსტიტუტის შერწყმით. ეს არის ერთ-ერთი თანამედროვე და პოპულარული ინსტიტუტი ჩინეთში.

სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ მეცნიერების, ტექნოლოგიების ან გამოყენებითი გეოლოგიის ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა. აპლიკანტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის. სტიპენდია ფარავს სწავლის გადასახადს და დამატებით გაძლევთ 15 000 იუენს. 

აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

განაცხადი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ჩინურ ენაზე;

სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი სასწავლებლის(სკოლის, ბაკალავრის, მაგისტრატურის) დამამთავრებელი მოწმობისა და ქულების ასლები;

დამამთავრებელი კლასის/კურსის სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ შესაბამისი ცნობა;

პასპორტის ასლი;

ჯანმრთელობის ცნობა;

ჩინური ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატიIELTS 5.5, TOEFL 68;

ჩინეთში სწავლის გეგმა;

სარეკომენდაციო წერილები;

გაითვალისწინეთ, ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.

 

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია ყველა არა ჩინეთის მოქალაქეს. 2022 წლის 30 ივნისამდე.

დეტალური ინფორმაცია, აპლიკაციის ფორმები და უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშრებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეილზე nene@akhobadze@yahoo.com.

კომენტარები