Chinesestories
ისლამის ისტორია ჩინეთში
ჩინელი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ისლამს ჩინელები გაეცნენ თანგის დინასტიის   (618-906) დამაარსებლის იმპერატორ კაოწუს (ლი-იუანი – 618-626) დროს. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ახალი რელიგიის მქადაგებლები ჩინეთში გახდნენ მუსლიმი ვაჭრები, რომლებიც ჩადიოდნენ კუანგჭოუში, იანჭოუში და ციუანჭოუში. თუმცა ეს ვერსიაც საეჭვოდ ითვლება. მართალია, სუის დინასტიის (581-618) დროს და თანგის დინასტიის მმართველობის პირველ წლებში ჩინეთს ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთის ქვეყნებთან და ჩინეთში იმყოფებოდა მრავალი ვაჭარი არაბეთის ნახევარკუნძულიდან, მესოპოტამიიდან, შუა აზიიდან და მათ შეჰქონდათ სანელებლები, ქარვა და გაჰქონდათ აბრეშუმი, ფაიფური და ჩაი,  მაგრამ მოცემულ მომენტში არაბეთის ნახევარკუნძულზე და სპარსეთში ისლამი ჯერ კიდევ არ იყო საყოველთაოდ გავრცელებული და ამიტომ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამ ტერიტორიიდან მოსული ვაჭრები VII ს-ის პირველ ათწლულში იყვნენ მუსლიმები. ამავე პერიოდში აშენდა ხვაიშენგის მეჩეთი (კანტონის დიდი მეჩეთი 758წ.), რომელიც 1314 წელს დაანგრიეს და 1349-51 წლებში ხელახლა ააშენეს. მუსლიმი ვაჭრების წყალობით, მსოფლიომ გაიგო ჩინელების ისეთი გამოგონებების შესახებ, როგორიცაა კომპასი, ქაღალდი, დენთი, რაც სტიმულს აძლევდა ეკონომიკურ და კულტურულ გაცვლას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. არაერთი ვაჭარი დასახლდა ჩინეთში და დაუნათესავდა ადგილობრივ მოსახლეობას. მათი შთამომავლები გახდნენ პირველი ჩინელი მუსლიმები.



„ოთხი მაისის ოძრაობა“ 1919 წელი

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 5 ათასმა სტუდენტმა პეკინის 13 უნივერსიტეტიდან და კოლეჯიდან, რომელთაც აცხადებდნენ, რომ სიკვდილის ფასად დაიცავდნენ ცინგტაოს და ქვეყნის გამყიდველ მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს შესაფერისად დასჯიდნენ. ისინი ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის სახლთან მივიდნენ, რის გამოც მათ დასაკავებლად მხედართმთავრების მთავრობამ  პოლიცია გაგზავნა, თუმცა პოლიციის მოსვლამდე უმრავლესობა გაიქცა და მათ მხოლოდ 32 სტუდენტის დაჭერა მოახერხეს.

სტუდნტების დაჭერის გამო პეკინის უნივერსიტეტის რექტორმა ლექციები გააუქმა, მათ პროტესტს მხარი დაუჭირა მთელმა ქვეყანამ და მალე მთელი ქვეყნის მაღაზიების, საწარმოებისა და ქარხნების თანამშრომლები ჩაერთნენ საპროტესტო აქციაში. ხალხმა შეწყვიტა იაპონური პროდუქტის შეძენა და იაპონელების ტრანსპორტზე ბილეთების შეძენა. 
მარქსიზმის გავრცელება ჩინეთში და კომუნისტური პარტიის დაარსება

"ევროპის ომი დასრულდა, ჩვენ კი დავრჩით ოცნებაში, რა ჰუმანურობაზე, სამართლიანობაზე და გამარჯვებაზეა საუბარი, ომის შემდგომი მსოფლიო აღარ იქნება ყაჩაღი მსოფლიო, იქნება უფრო ადამიანური. ვინ იცოდა ეს სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ყაჩაღი მთავრობის ყალბი დაპირებები  ყოფილა.  ვხედავთ, პარიზის სხდომის გადაწყვეტილებებს, რომელს აქვს იოტის ოდენა ჰუმანურობის, სიმართალის, სამართლიანობის, სინათლის ჩრდილი! რომელი არ არის პატარა, სუსტი ერის თავისუფლების, უფლების დიდ ყაჩაღ ქვეყანაზე მსხვერპლად შეწირვა!"  _ ლი ტაჭაო

მანჭოუსა და ცინგის მნიშვნელობა
1616 ნურხაჩიმ გამოიყენა ძინი და დაარქვა თავის ახლად შექმნილ სახელმწიფოს, რათა ნიუჭენელი ხალხისთვის გაეხსენებინა მე-12 საუკუნის დროინდელი ნიუჭენების ძინის დინასტია. 1636 წელს კი ხუანგ თაიძიმ ძინი შეცვალა ცინგით, რადგან ის ხვდებოდა თავისი სახელმწიფოს შემადგენლობაში უკვე თავად ნიუჭენებზე მეტნი იყვნენ ხანის ჩინელები და მას ხანის ხალხის მხარდაჭერა სჭირდებოდა მინგის დინასტიის დასამხობად, მოკლედ რომ ვთქვათ ხუანგ თაიძიმ ჭკუა იხმარა, ხანელების გულისა და ნდობის მოსაპოვებლად.
სინხაის რევოლუცია და რესპუბლიკის დაარსება
დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხომალდების ჩინეთის სანაპიროებზე გამოჩენიდან, ჩინეთი ნელ-ნელა გადავიდა ნახევრად კოლონიურ სისტემაზე, ჩინელი ხალხი ვეღარ მართავდა და აკონტროლებდა საკუთარ სამშობლოს, მათი და მათი ქვეყნის ბედი სხვა ქვეყნების ხელში აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა ნელ-ნელა ხალხს ცინგის დინასტიის ჩამოგდებისკენ უბიძგა, მათ ლიდერად კი სუნ ჭუნგშანი იქცა და საბოლოოდ, რევოლუციონერებმა გააუქმეს ჩინეთის ათასწლოვანი მონარქიული მმართველობა და დაარსეს ჩინეთის რესპუბლიკა.
ნურხაჩი და გვიანი ძინის დინასტიის დაარსება (1559-1626)

ნურხაჩი არის ჩინეთის უკანასკნელი დინასტიის _ ცინგის დამაარსებელი. მის მიერ დაარსებული დინასტია 296 წლის ისტორიას ითვლის.1574 წელს ძიენჭოუს მარცხენა მხარის მმართველს ძიაო ჩანგს და მის შვილს თა ქეშის, მარჯვენა მხარის მმართველ ხანელ ლი ჩენგლიანგთან მოუვიდათ უთანხმოება, პირველ ეტაპზე ამ დაპირისპირებამ თითქოს მშვიდად ჩაიარა, მაგრამ 1582 წელს ლი ჩენგლიანგის არმიამ ნურხაჩის ბიძის ათაის წინააღმდეგ ბრძოლაში ძიაო ჩანგი და თავისი შვილი თა ქეშიც მოკლა. თა ქეში ნურხაჩის მამა იყო, ძიაო ჩანგი კი ბაბუა. შესაბამისად, ძაიო ჩანგის ტიტული და თანამდებობა ნურხაჩის მემკვიდრეობით ერგო.

სტუდენტების წვლილი სინხაის რევოლუციაში

სინხაის რევოლუცია 1911 წელს მოხდა და ამ რევოლუციამ დაასრულა ჩინეთში მონაქრქიული მმართველობა, დაამხო ცინგის დინასტია რომელიც 268 წელი მართავდა ჩინეთს და დაარსა ჩინეთის რესპუბლიკა. სინხაის რევოლუციის მთავარ ლიდერად და სულის ჩამდგმელად სუნ ჭუნგშანი იგივე სუნ იატსენი ითვლება, რომელიც სინხაის რევოლუციის განუყოფელი სიმბოლოა. სუნ ჭუნგშანის გვერდით კი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, აქტიურად იბრძოდნენ მაშინდელი ჩინელი სტუდენტები.

სუნ ჭუნგშანი და რევოლუციის დასაწყისი
ცინგის დინასტიის ბოლო წლები განსაკუთრებული არეულობით და სიღარიბით გამოირჩეოდა. ჩინეთი იქცა დასავლური ქვეყნების კოლონიად, ჩინელი ხალხის ცხოვრება კი დღითიდღე გაუსაძლისი ხდებოდა. ასეთმა მდგომარეობამ ჩინელი ახალგაზრდებს რევოლუციაზე და ცინგის დინასტიის დამხობაზე ფიქრი დააწყებინა, მათ ლიდერად კი სუნ ჭუნგშანი იგივე სუნ იატსენი იქცა.
ცინგის დინასტიის დაარსება

1600 წლიდან ჩინეთის ისტორიაში იწყება ახალი პერიოდი, ჩინეთის მმართველ მინგის დინასტიას ნელ-ნელა მანჯურიელები ამარცხებენ და აარსებენ ცინგის დინასტიას, მათი მმართველობის მეორე ნახევრიდან ჩინეთში შემოდიან დასავლელი მკვლევრები, ვაჭრები, მისიონერები, რომლებსაც შემოაქვთ სრულიად განსხვავებული კულტურა, მეორე მხრივ რუსები უახლოვდებიან ჩინეთს, რომლებმაც თავიანთი საზღვარი მანჯურიამდე გადმოიტანეს.