Chinesestories

სინხაის რევოლუცია და რესპუბლიკის დაარსება

სინხაის რევოლუცია და რესპუბლიკის დაარსება

სინხაის რევოლუცია წარმატებული იყო თუ წარუმატებელი? შეიძლება ითქვას ორივე. ამ რევოლუციამ დაამხო ცინგის დინასტია, გააუქმა ჩინეთის ათასწლოვანი მონარქიული მმართველობა, გამოაღვიძა ჩინელი ერი, დააწყებინა უკეთესი ცხოვრებისთვის ბრძოლა, საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის რესპუბლიკის  დაარსებას და   კლასობრივი დაყოფის გაუქმებას. მეორე მხრივ, ამ რევოლუციამ ვერ მოსპო იმპერიალიზმი და ფეოდალური სისტემა, სახელმწიფო სადაავეები იუენ შიქაის ჩაუგდო ხელში, ჩინეთში ისევ არეულობა, სიღარიბე და შიმშილი რჩებოდა. დღევანდელი გადმოსახედიდან, სინხაის რევოლუციამ მართლაც რომ საფუძველი ჩაუყარა ჩინეთის გათანამედროვებას.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხომალდების ჩინეთის სანაპიროებზე გამოჩენიდან, ჩინეთი ნელ-ნელა გადავიდა ნახევრად კოლონიურ სისტემაზე, ჩინელი ხალხი ვეღარ მართავდა და აკონტროლებდა საკუთარ სამშობლოს, მათი და მათი ქვეყნის ბედი ნელ-ნელა სხვა ქვეყნების ხელში აღმოჩნდა.

სინხაის რევოლუციის ისტორია ჩინეთ-იაპონიის პირველი ომის(1894-1895) პერიოდიდან უნდა დავიწყოთ, რადგან სუნ ჭონგშანის რევოლუციური აქტოვობები სწორედ ამ დროს დაიწყო. ჩინეთ-იაპონიის პირველი ომის დაწყებამდე ნახევარი საუკუნით ადრე, ოპიუმის ომების შედეგად ჩინეთი დათანხმა და ხელი მოეწერა „ნანძინგის ხელშეკრულებაზე“, ამის შემდეგ იყო დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის გაერთიანებული არმიის შეტევა ჩინეთზე, რომელიც 4 წელი გაგრძელდა, მათ დაიკავეს პეკინი, დაბომბეს საიმპერატორო სასახლე, საბოლოოდ კი ჩინეთთან გააფორმეს „პეკინის ხელშეკრულება“; შემდეგ იყო თაიფინის ზეციური სამეფოს მოძრაობა, რომელიც ცინგის დინასტიამ საბოლოოდ ჩააახშო და რამდენიმე წლით გაახანგრძლივა თავისი მმართველობა. 

თუმცა ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ძალიან დაასუსტა ჩინეთი, გამოიწვია არეულობა, ეკონომიკური კრიზისი და ა.შ. ჩინეთ-იაპონიის პირველი ომის შემდეგ კი ჩინეთის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, ჩინეთმა იძულებით გაუხსნა პორტები უცხო ქვეყნებს, დათმო თაივანი და იაპონიას გადაუხადა 23 მლნ თეთრი ვერცხლი. 

1900 წლის 14 აგვისტოს კი 8 ქვეყნის გაერთიანებულმა ჯარებმა პეკინი აიღო, ცინგის მმათველები კი ქალაქ სიანში გაიქცნენ. 1901 წლის სექტემბერში ჩინეთმა ხელი მოაწერა „ბოქსიორების(სინჩოუს) პროტოკოლს“, გადაიხადა 450 მლნ ვერცხლი, ჩინეთის რკინიგზა პეკინიდან შანხაიმდე უცხოელების კონტროლ ქვეშ მოექცა, რუსეთმა დაიკავა ჩინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი, რის შემდეგაც ამ ტერიტორიისთვის რუსეთ-იაპონიას შორის დაიწყო ომი. 

1902 წლის იანვარში ცინგის მმართველები სიანიდან პეკინში დაბრუნდნენ. დედოფალმა ცისიმ 28 იანვარს მიიღო ელჩები, 1-ელ თებერვალს კი ელჩების ცოლებს უმასპინძლა. ამ ყველაფრის შემდეგ ცინგის დინასტიამ დაიწყო უცხოელების თანამდებობებზე დანიშვნა და უცხოელების მოწინააღმდეგე ჩინელებზე ზეწოლა.  

ჩენ თიენხუა(陈天华), ცინგის დინასტიის მოწინააღმდეგე რევოლუციონერი, თავის წიგნში „უკან სევდისკენ“ (猛回头) ამ მდგომარეობასთან დაკავშირებით წერს: „ქალბატონებო და ბატონებო, დღევანდელი ცინგის დინასტია ისევ მანჯურიელებისაა? ეს დინასტია უკვე დიდი ხანია დასავლელებისაა! ქალბატონებო და ბატონებო, თუ არ გჯერათ, გთხოვთ შეხედოთ ამ დინასტიის მიერ გაკეთებულ საქმეებს, რომელი ერთი არ არის დასავლელების მიერ ნაბრძანები?“ . სწორედ, აქედან აითვისას მაშინდელმა რევოლუციონერებმა გამოთქმა „დასავლური საიმპერატორო კარი“. 

ზემოთ ჩამოთვლილი კრედიტების და არეულობის შედეგად ცინგის მმართველობა ეკონომიკურადაც აუტანელი გახდა მოსახლეობისთვის, გაიზარდა გადასახადები, რომელთა ნაწილიც უცხო ქვეყნებისთვის გადასახდელ კრედიტებში მიდიოდა, ნაწილი კი არმიის გაძლიერებისთვის იხარჯებოდა.

აჯანყებების ტალღა

ჩინელი რევოლუციონერების ლიგა თავისი არსებობის მანძილზე უწყვეტად აწყობდა შეიარაღებულ აჯანყებებს   _ ფინგლიულის(萍浏醴起义), ხუჭოუს ხუანგფენის (湖州黄风起义), ხუეიჭოუს ცინიუხუს აჯანყება(惠州七女湖起义), ცინლიანფანგჩენგის(钦廉防城起义), ჭენნანკუანგის(镇南关起义), ცინლიანშანგსის(钦廉上思起义), ხექოუს(河口起义), კუანგჭოუს ახალი არმიის(广州新军起义), კუანგჭოუს 29 მარტის (广州·二九起义) და სხვა,  რომლებსაც სუნ ჭონგშანი ან ხუანგ სინგი ხელმძღვანელობდნენ ამ ყველა აჯანყებაში იაპონიიდან დაბრუნებული სტუდენტები მონაწილეობდნენ. მართალია, ყველა მათგანი მარცხით დასრულდა, თუმცა აჯანყებების ამბები მთელს ქვეყანას ედებოდა და რევოლუციის მომხრეები უფრო და უფრო მატულობდა.

1911 წლის მაისში დაიწყო რკინიგზის შენარჩუნების საპროტესტო მოძრაობა სიჩუანში. 1911 წლის 20 მაისს ცინგის მთავრობამ ოთხი ქვეყნის ბანკთან გააფორმა „ხუპეისა და ხუნანის პროვინციების ტერიტორიაზე გამავალი აოხანის რკინიგზისა და ხუპეის პროვინციის ტერიტორიაზე გამავალი ჩუენხანის რკინიგზის კერედიტის“ ხელშეკრულება, ხელშეკრულების მიხედვით 6 მლნ ფუნტის კრედიტი 5 წლის ვადით გაიცა ჩინეთზე, ხუპეისა და ხუნანის პროვინციის წიაღისეულის _ ოქროს, მარილის მოპოვების, რკინიგზის აშენების და გადაკეთების უფლება კი მხოლოდ ინვესტორს ქონდა, ასევე რკინიგზაზე დასაქმებული პირები უნდა ყოფილიყვნეენ ბრიტანელები, გერმანელები და ამერიკელები. 

სიჩუენის პროვინციის მთავრობა ამ გეგმის წინააღმდეგ გამოვიდა, ისინი აცხადებდნენ რომ ამით ისინი ყიდიდნენ ჩინეთის სარგებელს უცხოელებზე. რა თქმა უნდა, ცინგის დინასტიამ მშვიდობიანი მოლაპარაკება არ გამართა მათთან, რის შემდეგაც სიჩუენში დაიწყო ამ ყველაფრის პროტესტი და მალე რკინიგზის მიზეზით დაწყებული არეულობა რევოლუციისკენ მოწოდებაში გადაიზარდა. 

რევოლუციონერებს ნელ-ნელა უერთდებოდნენ ცინგის არმიის წევრები, განსაკუთრებით კი ე.წ. ახალი არმიის წარმომადგენლები, რომლებიც დასავლურ ყაიდაზე იყვნენ გაწვრთნილები, ზოგ მათგანს იაპონიაში ჰქონდა განათლება მიღებული, ქვეყნის ცუდ მდგომარეობას დამატებული პირადი სიღარიბე და გამოუვალი მდგომარეობა მათაც უბიძგებდა რევოლუციის მხარდაჭერისკენ.

უჩანგის აჯანყება

1911 წლის 13 ივლისს შანხაიში გაიმართა გაერთიანებული ლიგის სხდომა სუნგ ძიაოჟენის (宋教仁)ხელმძღვანელობით. სხდომაზე ხუპეისა და ხუნანის პროვინციების რევოლუცია დაისახეს მიზნად. 24 სექტემბერს შეიმუშავეს აჯანყების გეგმა. 25 სექტემბერს გაანაწილეს მოვალეობები და დაგეგმეს სამხედრო აჯანყება მოეწყოთ 6 ოქტომბერს, თუმცა მოგვიანებით არეულობის გამო 9 ოქტომბერს გადაიტანეს.  რევოლუცია პროვინცი ხუპეის ქალაქ უხანში, უჩანგის რაიონში დაიგეგმა.

9 ოქტომბერს შუა დღეს ერთ-ერთი რევოლუციონერი ხანქოუში რუსეთის კონტროლირებად ტერიტორიაზე ასაფეთქებლების დამონტაჟების დროს დაიწვა, ისე რომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. ამ ყველაფერმა და ცეცხლის სუნმა რუსული არმია დააეჭვა და დაიწყეს იქაურობის შემოწმება, შედეგად დააკავეს 32 რევოლუციონერი, მათგან 3 მოკლეს. ასევე აღმოაჩინეს მათი იარაღი და ყველაზე მნიშვნელოვანი რევოლუციის ახალი არმიის წევრების სია, რომელშიც მათი სახელები და გვარები ეწერა, საკუთარი თავის დაცვის მიზნით ახალი არმიის არტილერიამ და საინჟინრო ბატალიონმა გადაწყვიტა მეორე დღესვე მოეწყო ამბოხება.  

10 ოქტომბერს საინჟნრო ბატალიონმა გადაწვა სახელმწიფოს არსენალი და შემდეგ არტილერიასთან ერთად შეუტიეს გუბერნატორის შენობას, ახალმა არმიამ მალევე დაიკავა ქალაქი.

აღსანიშნავია, რომ ამ აჯანყებაში არ მონაწილეობდნენ რევოლუციის ნამდვილი ლიდერები სუნ ჭუნგშანი და ხუანგ სინგი. სუნი ამ დროს საზღვარგარეთ იმყოფეოდა, ხუანგი კი შანხაიში. 

უჩანგის აჯანყების წარმატება მთელს ჩინეთს მოედო და მალევე ხუპეის, ხუნანის,   ძიასის, ძიანგსის, შანსის და უნნანის პროვინციების აჯანყებებიც წარმატებით და  დამოუკიდებლობის გამოცხადებით გაგრძელდა. ნახევარი თვის მანძლზე თხუთმეტმა პროვინციამ, ან სხვანაირად რომ ვთქვათ, ჩინეთის ორმა მესამედმა უარი თქვა ცინგის დინასტიის მმართველობაზე.

ნანძინგის დროებითი მთავრობის დაარსება

2 დეკემბერს რევოლუციონერებმა ნანძინგიც დაიკავეს და შექმნეს ნანძინგის დროებითი მთავრობა.  

სუნ ჭუნგშანმა კოლორადოში ადგილობრივი გაზეთიდან გაიგო უჩანგის აჯანყების წარმატების შესახებ და კრედიტის მოსაპოვებლად მოგზაურობა დაიწყო. პირველად აშშ-ს სახელმწიფო მდივანს გაუგზავნა წერილი და საიდუმლო შეხვედრა სთხოვა, თუმცა წარუმატებლად. შემდეგ, ნოემბერში, ის ჩავიდა ლონდონში, სადაც ის იმედოვნებდა ბრიტანეთისგან დახმარების და კრედიტის მიღებას, თუმცა დიდმა ბრიტანეთმა ნეიტრალიტეტი აირჩია. 21 ნოემბერს სუნ ჭუნგშანი პარიზში ჩავიდა, აქაც ნეიტრალური დაიკავეს.  

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში დიდმა ბრიტანეთმა დაუბრუნა სუნს მის მიერ კოლონიზებულ ჩინეთის ტერიტორიაზე შესვლის უფლება. 

სუნ ჭუნგშანი 25 დეკემბერს დაბრუნდა შანხაიში.  29 დეკემბერს ნანძინგში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები, 17 პროვინციიდან 16-მა ხმა მისცა სუნ ჭონგშანის გაპრეზიდენტებას 1-მა კი ხუანგ სინგს. სუნ ჭუნგშანი აირჩიეს ჩინეთის რესპუბლიკის დროებითი მთავრობის პრეზიდენტად. 1912 წლის 3 იანვარს წარმომადგენელთა კრებამ ლი იუენხონგი(黎元洪) აირჩია ვიცე-პრეზიდენტად. მთავრობის გენერალურ მდივნად ხუ ხანმინი(胡汉民) დაინიშნა, არმიის მთავრ გენერლად კი ხუანგ სინგი(黄兴).  

ნანძინგის დროებითმა მთავრობამ დაარსების დღიდანვე დაიწყო რეფორმების გატარება: შეცვალ მთავრის კალენდარი, დროებითი მთავრობის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დაწყების დღე იქცა ჩინეთის რესპუბლიკის ათვლის თარიღად; გამოცხადდა ნაწნავის მოჭრის თავისუფლება; აიკრძალა ქალებისთვის ფეხის შეფუთვა; აიკრძალა დაკითხვების დროს სხეულის ნაწილის მოჭრით წამება(კასტრაცია, ამპუტაცია და მსგავსნი); აიკრძალა ადამიანებით ვაჭრობა და ნაყიდი მოსახლეობის სტატუსი შეიცვალა დაბალ სოციალურ სტატუსად (ოპიუმის პირველი ომის შემდეგ ჩინეთში უცხოელების გავლენის გაძლიერებას მოჰყვა ახალი სოციალური სტატუსი „ჭუწი“(猪仔), რაც სიტყვასიტყვით ღორის შვილად ითარგმნება, და მიანიშნებდა იმ ადამინებზე, რომლებსაც უცხოელები ყიდულობდნენ და მონებად ამუშავებდნენ მათ მიერ კონტროლირებად ჩინეთის ან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე. ე.წ. „ჭუწი“ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც არ ჰქონდათ არანაირი შემოსავალი და სიღარიბის გამო ყიდნენ საკუთარ თავს და შრომას); აიკრძალა ოპიუმი და აზარტული თამაშები; აიკრძალა მიმართვების „大人、老爷“ და მსგავსის გამოყენება, ისინი ჩანაცვლდა “先生”ან “”; მუხლის ჩოქვით პატივის ცემის გამოხატვა ჩანაცვლდა წელში მოხრით; გატარდა განათლების რეფორმა, სკოლის სახელი სუეთანგი (学堂)ჩაანაცვლა სუესიაომ(学校), შემუშავდა გაკვეთილების გეგმა, გაზეთებს მიეცა სიტყვის თავისუფლება და ა.შ.  

11 მარტს ნანძინგის დროებითმა მთავრობამ გამოაქვეყნა „ჩინეთის რესპუბლიკის დროებითი კონსტიტუცია“. დროებითი კონსტიტუციის მიხედვით: "ჩინეთის რესპუბლიკა ჩინელი მოსახლეობისგან შედგება"; "ჩინეთის რესპუბლიკის მმართველობა ეკუთვნის მოსახლეობას"; "ჩინეთის რესპუბლიკის ტერიტორია 12 პროვინციისგან და ჩრდილოეთ მონღოლეთის, ტიბეტის და ცინგხაისგან შედგება"; "ჩინელი მოსახლეობა არის თანაბარი" .

ხუთფეროვანი დროშა შეირჩა ჩინეთის რესპუბლიკის დროშად, რადგან მისი ფერები _ წითელი, ყვითელი, ლურჯი, თეთრი, შავი ცალ-ცალკე წარმოადგენდა ხანის, მანჯურიელების, მონღოლების, ხუეის და ტიბეტელების ეთნიკურ უმცირესობებს. ხოლო წითელ ფონზე 18 შავი ვარსკვლავი სახმელეთო არმიის, „ლურჯი ცა ნათელი მზით“ კი საზღვაო არმიის დროშად გამოცხადდა.

27 წლიანი რთული შრომის შემდეგ სუნ ჭუნგშანის ოცნება ასრულდა, თუმცა ნანძნის მთავრობის წინაშე ისევ რჩებოდა პრობლემა თუ როგორ ეიძულებინათ ცინგის დინასტია გადამდგარიყო და გააერთიანებინათ ჩინეთი.

ნანძინგის მთავრობის დაარსებამ დაასრულა ფეოდალიზმი, დაარსა რესპუბლიკა, შეიმუშავა კონსტიტუცია. რა თქმა უნდა, ის არ იყო იდეალური, ან იქნებ დრო რომ ჰქონდა ყოფილიყო კიდეც.


შენიშვნა:
ტექსტში დასავლეთი, დასავლელები, დასავლური მიანიშნებს ყველა ქვეყანაზე რომელიც ჩინეთის დასავლეთით მდებარეობს, მათ შორის რუსეთზეც.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

沈渭滨:《孙中山与辛亥革命》,上海人民出版社,2016年;

李浩:《论辛亥革命前留日风潮对民智的开启》,《新乡学院学报》,第5期,2016

谷小水:《辛亥革命与新中国》,中山大学出版社,2015年;

  轩:《孙中山传》(上),西苑出版社,2013 2月;

迟云飞:《孙中山与晚清革命党人社会背景的再认识》,史学月刊,2013;

金冲及:《辛亥革命的前前后后》,上海辞书出版社, 2011;

孙中山基金会:《孙中山与辛亥革命:1911》,社会科学文献出版社,2012年;

廖大伟:《1912——初试共和国》,上海世纪出版集团,2004;

孙中山:《孙中山选集(上卷》,北京人民出版社,1957 ;

郭汉章:《南京临时大总统府三月见问录》,《辛亥革命回忆录》第6;

陈天华:《猛回头》,《陈天华集》;

კომენტარები