Chinesestories

ახალი მოსწავლეების აყვანის დროა

ახალი მოსწავლეების აყვანის დროა

ბევრი თქვენგანი მიცნობს "ჩემი ჩინური ამბებიდან", წელს გადავწყვიტე ახალი მოსწავლეების დამატება, ამიტომ ვისაც სურვილი გაქვთ გადაიკითხეთ ინფორმაცია და დარეგისტრირდით. ახალ მოსწავლეებთან სწავლა დაიწყება ოქტომბრიდან. დამატებითი კითხვებისთვის დამიკავშირდით: mychinesestories@gmail.com

დასარეგისტრირებლად კი გადადით ლინკზე და შეავსეთ ფორმა(ხუთი ადგილიღა დამრჩა):


რეგისტრაციის ფორმა (დააწკაპეთ გასასხსნელად)


ჩინური ენის სტანდარტული კურსის შესახებ:

სტანდარტული კურსი გულისხმობს თვეში 8 გაკვეთილს, თითოეულის ხანგრძლივობა 1 საათიდან 2 საათამდეა. გაკვეთილები იყოფა სამ ნაწილად, ყოველი მეორე გაკვეთილი (ჯამში 4) ეთმობა ყოვლისმომცველ მასალას, რომელშიც შედის ფინინის სწორად კითხვასა და წარმოთქმაზე ვარჯიში, ტონების გამოთქმის ტექნიკის შესწავლა და დამუშავება, იეროგლიფების სწავლა, გრამატიკაზე მუშაობა, კითხვის დახვეწა, წერილობითი დავალებების შესრულება და სხვა სავარჯიშოები;

3 გაკვეთილი კი ეთმობა მოსმენას. ჩინური საკმაოდ რთული ენაა, ყურის მიჩვევა ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ენის შესასწავლად. მოსმენის ნაწილში ზრდასრულებთან გვაქვს ცალკე წიგნი, რომელშიც ვაჩვევთ ყურს ყველა დეტალს ფინინს, ტონს, გრამატიკას... ვეჩვევით მოსმენილის გააზრებას და ჩაწერას, ასევე ვხვდებით ლოგიკურ სავარჯიშოებსაც(ადრე უნარებში რომ გვქონდა ისეთებსაც კი). მასალა განსხვავდება ასაკის მიხედვით, ასევე გაკვეთილების ხასიათიც მაქსიმალურად ერგება მოსწავლის სურვილსა და შესაძლებლობებს ისე, რომ პროგრესიც გვქონდეს და გაკვეთილი მოსაწყენიც არ იყოს.

ბოლო გაკვეთილი კი ეთმობა HSK-ს, ანუ ჩინური ენის საერთაშორისო სასერთიფიკატო გამოცდისთვის მომზადებას. აქვე მოგახსენებთ, ბოლო ორი წლის მეცადინეობის ფონზე ჩემი 4 ზრდასრული მოსწავლიდან 2-ს უკვე აქვს HSK3, ორს კი HSK2; სკოლის მოსწავლეებიდან კი ერთს HSK2 და ორს YCT3. გარდა ამისა ისინი აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა სახის კონკურსებში და ჩინურ ენასთან დაკავშირებულ ონლაინ თუ ოფლაინ ბანაკებში.

რაც მთავარია სასწავლო მასალის ელ. ვერსია და სხვა საინტერესო მასალა გადმოგეცემათ საჩუქრად, HSK2 ან YCT3 ან უფრო მაღალი დონის სასერთიფიკატო გამოცდაში ჩემი რეკომენდაციის შემდეგ მონაწილეობა კი შედის სწავლის ფასში. (რეკომენდაციას მხოლოდ მაშინ მიიღებთ თუ დარწმუნებული ვარ რომ უპრობლემოდ აიღებთ მაღალ ქულას).

თუ მოსწავალე არ მომყვება ან ალღოს ვერ აუღებს, დაახლოებით 3 თვეში ვემშვიდობებით ერთმანეთს. მე არ გაძლევთ არავის პირობას რომ ჩემთან მხოლოდ სიარულით ან მხოლოდ ჩემი მოსმენით შეისწავლით ენას, თუ თქვენ არ მოინდომეთ ისე საერთოდ არაფერი გამოვა. ასევე არ მიყვარს გაცდენა, გაფრთხილების გარეშე დაგვიანება და მსგავსი უხერხული შემთხვევები. ჩემი დროც და თქვენი დროც ორივე ძვირფასია.

მასწავლებლის შესახებ უკვე კი იცით მაგრამ მაინც, მე ვარ ნენე ახობაძე, ჭეძიანგის უნივერსიტეტის ჩინეთის ისტორიის მიმართულების მაგისტრი(ჩინეთის მთავრობის დაფინანსებით Zhejiang university ); ჩინეთის ჭეძიანგის კუნგშანგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ბიზნეს ჩინურსა და არაბული ენის მიმართულებით(ჩინეთის მთავრობის დაფინანსებით Zhejiang gongshang university); ჩინეთის ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჩინური ენისა და კულტურის მიმართულებით(Zhejiang international studies university); სერთიფიცირებული ჩინური ენის დამადასტურებელი უმაღლესი დონის სერთიფიკატით _HSK6; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის( არაბისტიკა/სინოლოგია)მიმართულების ბაკალავრი; საერთაშორისო კონკურისის SRYD-ის ჩინური ენის სიტყვით გამოსვლის კონკურსის მესამე ადგილის მფლობელი, ჭეძიანგის უნივერსიტეტმა 2022 წელს მომანიჭა ღირსების ტიტული საერთაშორისო ურთიერთობებში და ა.შ.

ამჟამად ვარ ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერისტეტის კურსდამთავრებულთა საკონტაქტო პირი, ჩინური ენის რეპეტიტორი, ვმუშაობ ჩინური ენის თარჯიმნად და გიდად. რა თქმა უნდა, ჩემნაირ ადამიანებს თავისუფლება გვიყვარს, ამიტომ ყველა კომპანიასთან ცნობილებთან თუ ნაკლებად ცნობილებთან ვთანამშრომლობ თავისუფალი გრაფიკით(ფრილანსერად). ვისაც მეტი გაინტერესებთ, უბრალოდ ესტუმრეთ ჩემს ფეისბუქ გვერდს ჩემი ჩინური ამბები ან ინსტაგრამს mychinesestories

კომენტარები