ლიოუ სინის თეორიის გადახედვა
ლიუ სინის თეორია, შესაძლოა, დეტალების დონეზე მცდარიც იყოს, თუმცა მისი მთავარი დამსახურება ისაა, რომ ფილოსოფიური სკოლების წარმოშობის ახსნა კონკრეტული პოლიტიკური და სოციალური გარემოს საფუძველზე სცადა, რაც უპორობოდ სწორი ხედვაა. მე მისი სიტყვების უმეტესობის ციტირება გავაკეთე, იმიტომ რომ მის მიერ ფილოსოფიური სკოლების აღწერა ჩინური ისტორიული წყაროების შესწავლაში კლასიკურ მასალად ითვლება.
ჩინეთის ისტორიის კვლევების მიმართულებით დიდი პროგრესი გვქონდა, 1937 წლამდე, იაპონიის აგრესიამდე რამდენიმე წლით ადრე. ყველაზე ახალი კვლევის მიხედვითღა შევქმენი თითოეული ფილოსოფიური სკოლის წარმოშობის თეორია. რომლიც გარკვეულ წილად უკავშირდება ლიოუ სინს, თუმცა გამოვხატავ სხვა მეთოდებით. ეს საკითხი ზუსტადაც რომ განსხვავებული რაკურსით უნდა იქნას აღქმული.
მოდით, წარმოვიდგინოთ, ძველი ჩინეთი, მაგალითად როგორია პოლიტიკურად და სოციალურად ძვ.წ. X საუკუნის ჩინეთი. მაშინდელი პოლიტიკური და სოციალური სისტემის მწვერვალი იყო ჭოუს სამეფო ოჯახი, ჭოუს მეფე „ცისქვეშეთის“ (天下) უზენაეს მმართველად მიიჩნეოდა. ჭოუს მეფის მმართველობაში შედიოდა ასამდე სამეფო, მათი მმართველებით. ზოგიერთი მათგანი კი ჭოუს დინასტიის დიდებულების ხელში იყო, ისინი კი ახლად დაპყრობილ მიწებს უნაწილებდნენ თავიანთ ნათესავებს სამართავად. სამეფოების სხვა ნაწილი ჭოუს სამეფო კარის მტრების მიერ იმართებოდა, თუმცა მათ უკვე აღიარეს ჭოუ როგორც „ერთიანი მმართველი“.
მიწები ფეოდალურ სამფლობელოებად ნაწილდებოდა, რომელთა უმეტესობა სამეფო ოჯახის წევრი, ნათესავი ან ახლობელი იყო. მაშინ პოლიტიკური ძალაუფლება და ეკონომიკური სისტემა გაერთიანებული იყო. მიწათმფლობელები იყვნენ ტერიტორიებისა და ამ ტერიტორიებზე მცხოვრები ხალხის პოლიტიკური და ეკონომიკური პატრონები. ისინი იყვნენ „ძიუნწ“, რაც არისტოკრატიას ნიშნავს(国君之子) და ისინი უკვე იყვნენ ფეოდალური სისტემის სოციალური ფენის ნაწილი.
სოციალური ფენის მეორე ნაწილი იყო უბრალო ხალხი ან ყმები. ისინი ბატონისთვის ამუშავებდნენ მიწას და იბრძოდნენ ომში.
განათლების მიღების შესაძლებლობა მხოლოდ ცოტას ჰქონდა, ისიც მხოლოდ არისტოკრატებს, არ აქვს მნიშვნელობა მმართველი იქნებოდა თუ მიწათმფლობელი. ასე, რომ ამ პერიოდის საგვარეულო სასწავლებლები არამხოლოდ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების ცენტრები, არამედ საგანმანათლებლო ცენტრებიც იყო. ისინი მიეკუთვნოდნენ პროფესიული ცოდნის მქონე სახელმწიფო მოხელეს. მაშინ უბრალო ხალხს არ ჰქონდა განათლების მიღების უფლება, ამიტომ მათ შორის არც იყო სწავლული. ეს არის ლიოუ სინის თეორიის მიერ ხაზგასმული რეალობა: ჭოუს ეპოქაში სახელმწიფო მოხელე და მასწავლებელი არ განსხვავდებოდა.
ეს ფეოდალური სისტემა ძვ.წ. აღრიცხვამდე 221 წელს ცინის დინასტიის დამაარსებლის ცინშიხუანგტის მიერ გაუქმდა. თუმცა მანამდე დაახლოებით ასი წლით ადრე ნელ-ნელა დაიწყო მისი რღვევა, მაგრამ ათასი წლის შემდეგ ამ სისტემის ეკონომიკური ნარჩენები და ძალაუფლება მაინც განაგრძობს არსებობას.
თანამედროვე ისტორიკოსებს არ აქვთ საერთო ხედვა თუ რამ გამოიწვია ასეთი სისტემის დაშლა. თუ ამ მიზეზებს განვიხილავთ, მაშინ ეს ყველაფერი გასცდება ჩვენი თავის სათაურს. აქ მხოლოდ იმის თქმაც კმარა, რომ ძვ.წ. აღრიცხვამდე მე-7 საუკუნიდან მე-3 საუკუნემდე , ჩინეთის ისტორიაში იყო საზოგადოებისა და პოლიტიკის დიდი ცვლილებების პერიოდი.
ახლა იმის თქმაც არ შეგვიძლია ზუსტად როდის დაიწყო ამ სისტემის რღვევა. თუმცა ძვ.წ.აღ. მე-7 საუკუნეში უკვე იყვნენ ისეთი დიდგვაროვნები, რომლებმაც ომის ან სხვა მიზეზების გამო დაკარგეს თავიანთი მიწა და სტატუსი, იქცნენ ჩვეულებრივ ადამიანებად. ასევე გაჩდნენ ისეთი უბრალო ადამიანები, რომლებმაც გარკვეულ პირობებში განსკუთრებული ნდობა მოიპოვეს და გახდნენ სამეფოს მაღალი რანგის წევრები. აქ ჩანს ჭაოს სისტემის დაშლის რეალური მანიშნებლები. ეს არ იყო მხოლოდ კონკრეტული სამეფოს ჩამოშლა, ეს იყო მაშინდელი სოციალური სისტემის დაშლა.
ამ ყველაფერმა კი გამოიწვია სახელმწიფო მოხელეების უბრალო ხალხში გამოჩენა. ისინი ან თავად იყვნენ დიდგვაროვნები ან რომელიმე არისტოკრატის მმართველი ოჯახში მომუშავე სპეციალისტები. ზემოთ ციტირებულ ბიბლიოგრაფიულ ტრაქტატში ლიოუ სინმა გამოიყენა კონფუცის ერთი წინადადება „როდესაც რიტუალები (礼) სამეფო კარზე დაიკარგა, მათი ძებნა ხალხში დაიწყეს“ , რაც ზუსტად ასე მოხდა.
ადამიანებმა, რომლებიც ერთ დროს არისტოკრატები ან სახელმწიფო მოხელეები იყვნენ, სოციალური სტატუსის დაკარგვის შემდეგ საკუთარი ცოდნა და პროფესიული უნარები საარსებო საშუალებად აქციეს. ისინი კერძო მასწავლებლები გახდნენ, რის შედეგადაც პირველად გაიმიჯნა ერთმანეთისგან სახელმწიფო მოხელისა და მასწავლებლის როლი.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, სიტყვა „სკოლა“ (家) სწორედ კერძო სწავლების ტრადიციას უკავშირდება. სანამ მოაზროვნეები საკუთარი იდეების გავრცელებას დამოუკიდებელი, კერძო პირის სტატუსით დაიწყებდნენ, დამოუკიდებელი ფილოსოფიური სკოლების არსებობა შეუძლებელი იყო.
სხვადასხვა სკოლების არსებობაც ამ მასწავლებლების განსხვავებულ ცოდნასა და უნარებს უკავშირდება. შესაბამისად, კლასიკური ტექსტებისა და რიტუალების მცოდნე სწავლულებს „ჟუ“ (儒) ეწოდათ; სამხედრო ხელოვნების ოსტატებს — „სია“ (侠); დებატებისა და მჭევრმეტყველების სპეციალისტებს — „პიენჭ“ (辩者); შამანებს, ასტროლოგებს, მკურნალებსა და მისტიკური ცოდნის მატარებლებს — „ფანგში“ (方士); ხოლო სახელმწიფო მართვისა და სამართლის სპეციალისტებს, რომლებიც ფეოდალთა მრჩევლებად მსახურობდნენ, — „ფაშუ ჭ ში“ (法术之士). ბოლოს, იმ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ცოდნა და ნიჭი ჰქონდათ, მაგრამ პოლიტიკურად შევიწროვების გამო, საზოგადოებისგან განდგნენ და ბუნებაში წავიდნენ „ინჭ“ (隐者) დაერქვათ.
ჩემი თეორიის თანახმად, ს’მა თანის ექვსი სკოლა, ამ ექვსი განსხვავებული ტიპის ადამიანებისგან წარმოიშვა. ლიოუ სინის გამოთქმის პერიფრაზირებით შემიძლია ვთქვა, რომ კონფუციანელთა სკოლა სწავლულთა წრიდან იღებს სათავეს; მოს სკოლა — მეომართა წრიდან; ტაოს სკოლა — განდეგილთა წრიდან; სახელთა სკოლა — დებატების ოსტატთა წრიდან; ინისა და იანგის სკოლა — ფანგშების წრიდან; ხოლო კანონთა სკოლა — სამართლისა და სახელმწიფო მართვის სპეციალისტთა წრიდან. მომდევნო თავებში თითოეული ამ დებულების საფუძველს განვიხილავთ.



