დღეს მინდა გაგიზიაროთ ჭეძიანგის უნივერსიტეტის გარემოს დიზაინის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტის იოუძინ სუნგის წერილი. ის სამხრეთ კორეელია, დაწყებითი განათლება იტალიაში, საშუალო კი სამხრეთ კორეაში მიიღო, რის შემდეგაც ჩინეთში ჩამოვიდა სასწავლებლად.

ამჯერად მინდა გაგიზიაროთ პატრიციას წერილი. პატრიცია შორეული და ლამაზი კუბიდანაა. ჩინეთში მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა და ჭეძიანგის უნივერსიტეტში სისის სტუდენტურ ქალაქში 2019 წელს გავიცანით ერთმანეთი, სადაც ერთ კორპუსში 9 თვე ვცხოვრობდით და დავმეგობრდით კიდეც, ერთად ბევრ საუნივერისტეტო და სხვა სახის აქტივობებსა და ღონისძიებში მიგვიღია მონაწილეობა და იმედია, კიდევ მივიღებთ. მან მაგისტრატურა ჩინური ენის განხირთ 2021 წლის ზაფხულში დაასრულა და ახლა ჩინეთში ქალაქ ძინხუაში მუშაობს.
ჩემი გვერდის მეშვეობით გარდა ჩინეთის ისტორიის, ფილოსოფიის თუ ლიტერატურისა, შევეცდები მაქსიმალურად გაგიზიაროთ ინფორმაცია სტიპენდიების და სხვა პროგრამების შესახებ და ასევე გაგიზიაროთ უცხოელი სტუდენტების გამოცდილებაც ჩინეთთან და ჩინეთში სწავლასთან დაკავშირებით.