ჩინეთის კვლევების კავკასიური ასოციაციისა და ჩინეთის სჩუანის პროვინციის სატყეო განათლების თანამშრომლობით, 2026 წლიდან გთავაზობთ საზაფხულო ბანაკს ჩინეთში.
ბანაკი 12, 10 და 9 დღიან პროგრამებად იყოფა და ეს რამდენიმე დღიანი გამოცდილება მოიცავს არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ აქტივობებს, თეორიულ, საველე და ინტერდისციპლინარულ კვლევებს, ენის კურსებს და რჩება დაუვიწყარ მოგონებად, მუდმივად გამოსადეგი გამოცდილებებით.
ბავშვები მოამზადებენ პანდებისთვის საკვებს და ჩაერთვებიან ბამბუკის ტყის აღდგენის პროექტებში, გაივლიან ჩინური ენის კურსებს, შეიძენენ მათ თანატოლ ჩინელ მეგობრებს, დაესწრებიან ყველაზე თანამედროვე წარმოდგენას, რობოტების, ადამიანებისა და AI-ს მონაწილეობით,დაათვალიერებენ პანდების სამშობლოს, ორ ჩინურ ქალაქს,მოზარდები გიგანტური პანდების ეროვნული ტყე-პარკის გულში შევლენ, ტურისტული ზონებისგან მოშორებით, რათა პანდების მფარველებად იმსახურონ და ავთენტური საველე მეცნიერების გამოცდილება მიიღონ, პროფესიონალი რეინჯერების მეთვალყურეობით ველური პანდების აქტივობებს მიადევნებენ თვალყურს, გაივლიან კუნგფუს, ჩაის, შავი თიხის ძერწვის, ელექტრო სერფინგის, ჩინური კერძების მომზადების მასტერკლასებს, დაათვალიერებენ ჩინურ უნივერსიტეტებსა და მუზეუმებს და ბოლოს, მიიღებენ საერთაშორისო დონის მოხალისის სერთიფიკატს.

12 და 9 დღიანი პროგრამა გათვლილია ჩინური ენით დაინტერესებულ მოზარდებზე, 10 დღიანი კი იმ მოსწავლეებსა და სტუდენტებზე, ვისაც ჩინეთი აინტერესებს ან უბრალოდ დაუვიწყარი მოგზაურობა უნდა ამ მაგიურ ქვეყანაში. ჩინურენოვანი პროგრამები ორ ასაკობრივ ჯგუფზე ვრცელდება: 10-16, 15-18, ხოლო 10 დღიანი პროგრამა სამზე: 10-16, 15-18, 18-25.
12 დღიანი ბანაკი 2026 წლის ივლისშია დაგეგმილი და რეგისტრაცია უკვე დაწყებულია, ასე რომ იჩქარეთ, მაქსიმუმ 25 ბავშვის მიღება შეგვიძლია. 9 და 10 დღიანი პროგრამების ზუსტი თარიღი რეგისტრაციის მიხედვით გადაწყდება.
ქვემოთ შემოგთავაზებთ დეტალურ ინფორმაციას პროგრამების შესახებ, უფრო მეტი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით "ჩემს ჩინურ ამბებზე" ან ელ.ფოსტაზე: mychinesestories@gmail.com






