FuSEP-ის საზაფხულო გაცვლითი პროგრამა დაიწყება 2026 წლის 22 ივნისს და გაგრძელდება 30 ივლისამდე, ქალაქ ხეფეიში, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. კვლევა მთლიანად დაფინანსებულია და უზრუნველყოფილია საერთო საცხოვრებლით.
მომავალი მეცნიერების გაცვლითი პროგრამა იგივე FuSEP-ი ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პროგრამაა და ის სტუდენტებს სთავაზობს თანამედროვე ლაბორატორიებში ჩინელი ლექტორების ხელმძვანელობით კვლევის შესაძლებლობას. გაცვლითი კვლევითი პროგრამა არის სრულად დაფინანსებული და ინგლისურ ენოვანი. პროგრამა გათვლილია ბიოქიმიის, კომპიუტერული მეცნიერებების, ხელოვნური ინტელექტის, გეოფიზიკის, კვანტური ფიზიკის, გეოლოგიის, ინჟინერიის და სხვა მიმართულების სტუდენტებზე.
რა გჭირდება აქ მოსახვედრად?
- ბაკალავრის ან მაგისტრატურის სტუდენტის სტატუსი რომელიმე სხვა ქვეყანაში;
- უნდა გქონდეთ დახურული მინიმუმ 2 კურსი მაღალი აკადემიური მოსწრებით;
- ძალიან კარგად უნდა ფლობდეთ ინგლისურ ენას და გქონდეთ შესაბამისი სერთიფიკატი;
აპლიკაციისთვის დაგჭირდებათ შემდეგი დოკუმენტები:
- ჩინელი ხელმძღვანელის კვლევაზე მიღების წერილი;
- ნიშნების ამონაწერი;
- სამოტივაციო წერილი, სადაც დეტალურად გააცნობთ საკუთარ თავს, აღწერთ თქვენს შესაძლებლობებს, სურვილებსა და გეგმებს;
- რეზიუმე;
- ერთი სარეკომენდაციო წერილი;
- პასპორტის ასლი;
პროგრამის დასრულების შემდეგ მიიღებთ შესაბამის სერთიფიკატს და სტიპენდიანტობის პრიორიტეტს თუ ამ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას გადაწყვეტთ.
დეტალური მიმართულებები შეგიძლიათ იხილოთ ფოტოებზე, ხოლო დამატებითი ინფორმაციისთვის მომწერეთ: mychinesestories@gmail.com






