ნურხაჩი არის ჩინეთის უკანასკნელი დინასტიის _ ცინგის დამაარსებელი. მის მიერ დაარსებული დინასტია 296 წლის ისტორიას ითვლის.1574 წელს ძიენჭოუს მარცხენა მხარის მმართველს ძიაო ჩანგს და მის შვილს თა ქეშის, მარჯვენა მხარის მმართველ ხანელ ლი ჩენგლიანგთან მოუვიდათ უთანხმოება, პირველ ეტაპზე ამ დაპირისპირებამ თითქოს მშვიდად ჩაიარა, მაგრამ 1582 წელს ლი ჩენგლიანგის არმიამ ნურხაჩის ბიძის ათაის წინააღმდეგ ბრძოლაში ძიაო ჩანგი და თავისი შვილი თა ქეშიც მოკლა. თა ქეში ნურხაჩის მამა იყო, ძიაო ჩანგი კი ბაბუა. შესაბამისად, ძაიო ჩანგის ტიტული და თანამდებობა ნურხაჩის მემკვიდრეობით ერგო.
1600 წლიდან ჩინეთის ისტორიაში იწყება ახალი პერიოდი, ჩინეთის მმართველ მინგის დინასტიას ნელ-ნელა მანჯურიელები ამარცხებენ და აარსებენ ცინგის დინასტიას, მათი მმართველობის მეორე ნახევრიდან ჩინეთში შემოდიან დასავლელი მკვლევრები, ვაჭრები, მისიონერები, რომლებსაც შემოაქვთ სრულიად განსხვავებული კულტურა, მეორე მხრივ რუსები უახლოვდებიან ჩინეთს, რომლებმაც თავიანთი საზღვარი მანჯურიამდე გადმოიტანეს.