Chinesestories

მანჭოუსა და ცინგის მნიშვნელობა

მანჭოუსა და ცინგის მნიშვნელობა

როგორც წინა სტატიაში უკვე დავწერე, 1616 წელს ნურხაჩიმ (努尔哈赤)გამოიყენა ძინის დინასტიის სახელი(金) და დაარქვა თავის ახლად შექმნილ სახელმწიფოს გვიან ძინი(后金), ერთი მხრივ ამით ნიუჭენელ(女真) ხალხს ახსენებდა მე-12 საუკუნის დროინდელ ისტორიას და მაშნდელი ნიუჭენების ძინის დინასტიას, მეორე მხრივ კი ძველი ძინის დინასტიის აღდეგენის სახელით დაიწყო ნიუჭენების გაერთიანება.

ნურხაჩის შთამომავალმა და შემდგომმა იპერატორმა ხუანგ თაიძიმ(皇太极) კი უარყო მათი კავშირი ძველი ძინის დინასტიის ნიუჭენებთან. ამის მიზეზი კი იყო ძინის დინასტიის მიერ სუნგის მმართველობის დროს ჩინელი ხალხის მიმართ ორჯერ წამოწყებული ომი, რომელმაც დიდი ზარალი და მსხვერპლი მოუტანა ჩინეთს. 1635 წელს მან ჯერ აკრძალა სიტყვების _ „ნიუჭენის“ (女真), „ძიენჭოუს“ (建州)გამოყენება და ასე მათი ერის მოხსენიება. „ნიუჭენი“ და „ძიენჭოუ“ ჩაანაცვლა სიტყვით _ „მანჭოუ“(满洲). 1636 წელს კი დინასტიის სახელწოდება „ძინი“() გადააკეთა „ცინგად“(清).  ამ ყველაფრით იმპერატორი ცდილობდა ხანის ხალხისთვის უფრო ახლო და მისაღები ყოფილიყო მანჭოუელბის იგივე მანჯურიელების დინასტია.


სიტყვა მანჭოუ-სთან  დაკავშირებით ბევრი მოსაზრება არსებობს. იმპერატორ ციენ ლუნგის (1736-1795) თანახმად 满洲-მანჭოუ არის ნიუჭენური სიტყვა 满珠-მანჭუ-ს ჩინური თარგმანი, ხოლო ეს მანჭუ არის ნიუჭენების ქვეყნის პირველი ისტორიული სახელი.  ამ მოსაზრებას იაპონელი ისტორიკოსებიც ეთანხმებიან, მეტიც მათი აზრით სიტყვა მანჭუ იყო ნიუჭენების, ტიბეტელებისა და მონღოლების პატივსაცემი ტიტული.  მეორე მოსაზრების თანახმად სიტყვა 满洲-მანჭოუ-ს წარმომავლობა ბუდისტურ სიტყვა 曼珠-მანჭუ-ს უკავშირდება, რაც კარგ იღბალს ნიშნავს და ტიბეტური ბუდიზმის ჩანაწერებში გვხვდება, ტიბეტიდან კი შეაღწია ნიუჭენებთან. 

კიდევ არსებობს სხვა ახსნაც, რომელიც ცოტა ლენეგენდას მოგვაგონებს, 满洲-მანჭოუ ეს არის ნურხაჩის ტიტულის 满柱-მანჭუს პირველი ნაწილისა და მათი დასახლების 建州-ძიენჭოუს მეორე ნაწილის გაერთიანება. ეს სიტყვები 满洲-მანჭოუ და -ცინგი ორივე შედგება სამი წყლის წვეთის აღმნიშვნელი იეროგლიფით ,რაც ინის და იანის ხუთი ელემენტის პრინციპში წინდახედულობას უკავშირდება. მინგის დინასტიის აღმნიშვნელი იეროგლიფი -მინგ აღნიშნავს სიტყვა 光明-კუანგმინგ-ს ანუ სინათლეს, მინგის იმპერატორების გვარი -ჭუ კი სიტყვა 红色-ხუნგსე-ს ანუ წითელს.  და  არის „-ხუო“ ანუ ცეცხლის სიმბოლო. ცეცხლს კი შეუძლია დაადნოს ძინის დინასტიის აღმნიშვნელი -ძინ ანუ ოქრო, ამიტომ მათ ჩაანაცვლეს იეროგლიფი -ძინ -ცინგ-ით. სიტყვა 满洲-მანჭოუ და იეროგლიფი -ცინგი სამი წყლის წვეთის აღმნიშვნელი იეროგლიფით შედგება და წყალს კი შეუძლია ჩააქროს მინგის დინასტიის სიმბოლო ცეცხლი.

ძინის ცინგად გადაკეთების შესახებ ხუანგ თაიძის დროინდელ ისტორიკოსებს არანაირი ახსნა განმარტება არ შემოუნახავთ, თუმცა გვიანდელი ისტორიკოსები და თავად იმპერატორი ციენ ლუნგიც(乾隆) ცდილობდა ამ მოვლენის სხვადასხვაგვარად ახსნას. მიუხედავად იმისა, რომ ცინგი ძინისგან განსხვავებით ცხვირისმიერია, ძინიც და ცინგიც ორივე პირველ ტონშია, თანაც გამოთქმაც ახლოს არის ერთმანეთთან, ისტორიკოსების აზრით ამან გარკვეული როლი ითამაშა.

1616 ნურიმ გამოიყენა ძინი და დაარქვა თავის ახლად შექმნილ სახელმწიფოს, რათა ნიუჭენელი ხალხისთვის გაეხსენებინა მე-12 საუკუნის დროინდელი ისტორია და მაშნდელი ნიუჭენების ძინის დინასტია. 1636 წელს კი ხუანგ თაიძიმ ძინი შეცვალა ცინგით, რადგან ის ხვდებოდა თავისი სახელმწიფოს შემადგენლობაში უკვე თავად ნიუჭენებზე მეტნი იყვნენ ხანის ჩინელები, ძინის დინასტიად თავის წარმოჩენა მათ უარყოფით წარსულს გაახსენებდა, ხოლო სიტყვა ცინგი უფრო ახლოს იყო მათ ენასთან, სისუფთავისა და სიძლიერის დატვირთვასაც ატარებდა და პირველ გამაერთიანებელ დინასტიის სახელთან ცინთანაც(秦朝) ახლოს იდგა. ხუანგ თაიძის ხანის ხალხის მხარდაჭერა სჭირდებოდა მინგის დინასტიის დასამხობად და შემდეგ მათსავე სამართავად, მოკლედ რომ ვთქვათ ხუანგ თაიძიმ ჭკუა იხმარა, ხანელების გულისა და ნდობის მოსაპოვებლად.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

李治亭:《清史:上卷》,人民文学出版社,20209;

(日)稻叶君山:《清朝全史(上)》,中国社会科学出版社,20145;

徐中月:《中国近代史1600-200中国的奋斗》,后浪出版公司005-02;

李方晨:《中国近代史》,台北出版社,1960年;

კომენტარები