Chinesestories

ცინგის დინასტიის იმპერატორები (ნაწილი II)

ცინგის დინასტიის იმპერატორები (ნაწილი II)

ციენლუნგს სულ 17 ვაჟი ჰყავდა, ძიაცინგი კი მეთხუტმეტე იყო. თავიდან მემკვიდრედ პირველი ვაჟი იყო დასახელუბული, რომელიც 9 წლის ასაკში ავადმყოფობით გარდაიცვალა, მერე მეშვიდე ვაჟი გამოაცხადა მემკვიდერედ, სამწუხაროდ, ისიც 2 წლის ასაკში ყვავილით გარდაიცვალა. რის შემდეგაც დიდ ხანს არ დაუსახელებია ახალი მემკვიდრე, საბოლოოდ კი 1773 წელს 63 წლის ციენლუნგმა მისი მეთხუთმეტე ვაჟის იონგ იენის გამოცხადება გადაუწყვეტია, თუმცა ეს ყველაფერი გასაიდუმლოებული იყო. 1795 წელს იონგ იენის(永琰) სახელის პირველი იეროგლიფი გადაუკეთა (颙琰)და 1796 წელს იენი ოფიციალურად გახდა ჩინეთის იმპერატორი. მისი მმართველობის პირველი სამი წლის მანძილზე ქვეყანას რეალურად ციენლუნგი მართავდა და მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ დაიწყო ქვეყნის განკარგვა აისინ ძუელუო იონგ იენმა ჩინური წოდებით ძიაცინგმა(爱新觉罗·颙琰嘉庆1760-1820 .

მამის გარდაცვალების შემდეგ პირველი რაც გააკეთა, ციენლუნგთან დაახლოებული ერთ-ერთი მინისტრი კორუფციის გამო ჯერ დააკავა და შემდეგ სიკვდილით დასაჯა. მას მიჰყვა სხვა დიდებულებიც. იპმერატორი ძიაცინგი კორუფციის აღმოფხვრით გლეხების ცხოვრების გაუმჯობესებას ცდილობდა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. ასევე, მისი მმართველობის დროს უკვე პრობლემად გამოიკვეთა მოსახლეობის რაოდენობის ზრდა და არასაკმარისი სასოფლო-სამეურნეო მიწები. რის გამოც მან შეზღუდა ჩაისა და სხვა მსგავსი კულტურების მოყვანა და ხალხს მეცხოველეობა-მეთევზეობისკენ მოუწოდებდა. მან ასევე მედროშეების ნაწილი გადაასხლა ჩრდილო-აღმოსავლეთში და იჯარით გადასცა მიწები, იმ იმედით რომ ისინი ერთი მხრივ ჭკუას ისწავლიდნენ, მეორე მხრივ სოფლის მეურნეობას წაადგებოდა, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, გასაკვირი არ უნდა იყოს რომ ძიაცინგის მმართველობის დროს გაგრძელდა და იმატა გლეხთა აჯანყებებმა, რომელთა ჩახშობაში იხარჯებოდა ძალიან დიდი რესურსი. ამასთან დასავლეთის ინდუსტრიული რევოლუციის ფონზე გარე ძალებიც უფრო და უფრო ძლიერდებოდა ჩინეთის ტერიტორიაზე. იმატა დასავლელი ვაჭრების, მისიონერების რაოდენობამაც და ოპიუმმაც. ძიაცინგმა დაიწყო დასჯა იმ ხალხის ვინც ოპიუმს ავრცელებდა ან/და მოიხმარდა, ასევე დაიწყო მისიონერების კონტროლი და მათი დასჯა თუ ისინი ცინგის დინასტიის საწინააღმდეგოდ იმოქმედებდნენ. ძიაცინგი 25 წელი მართავდა ჩინეთს, 1820 წელს 61 წლის ასაკში სანადიროდ წასული გზაში გარდაიცვალა.

ძიაცინგის გარდაცვალების შემდეგ ჩინეთის იმპერატორი გახდა მისი ვაჟი აისინ ძუელუო სუენ წუნგ მინ ნინგი იგივე ტაოკუანგი (青宣宗爱新觉罗·旻宁道光1782-1850ძიაცინგმა მამის მსგავსად საიდუმლოდ შეინახა მემკვიდრის ვინაობა, ასევე შეცვალა მისი სახელის იეროგლიფმაც განიცადა ცვლილება და -ი -ად გადაკეთდა. 1813 წელს ზეციური პრინციპების სექტის აჯანყების ჩახშობაში მინ ნინგმა დიდი როლი ითამაშა, რის გამოც მისი რეპუტაცია კიდევ უფრო გაიზარდა ძიაცინგის თვალში. გადმოცემის მიხედვით, ტაოკუანგი ყველაზე მოკრძალებული იმპერატორი იყო, სხვებისგან განსხვავებით დღეში მხოლოდ ოთხი სახეობის კერძის მომზადებას მოითხოვდა, ძალიან იშვიათად უკვეთდა ახალ სამოსს და სხვა. სწორედ ტაოკუანგის მმართველობის დროს მოხდა ოპიუმის პირველი ომი. უფრო და უფრო იმატა ოპიუმის მომხმარებლებმა ჩინეთში, რაც პირდაპირ ურტყამდა ჩინეთის ეკონომიკას. ჩინელები მზად იყვნენ ყველაფრის ფასად შეეძინათ ოპიუმი, ქვეყანაში თეთრი ვერცხლის რაოდენობა საგრძნობად შემცირდა. 1838 წელს ტაოკუანგმა დაიწყო  დისკუსია ჩინელ მინისტრებთან და დიდებულებთან იმის თაობაზე თუ როგორ მოეგვარებინათ ეს პრობლემა. ამ ყველაფრით ისარგებლა ლინ წ’სუმ, რომელმაც ძალიან დიდი რაოდენობის ბრიტანული ოპიუმი გაანადგურა. რასაც 1840-1842 წლებში მოჰყვა ოპიუმის პირველი ომი, ჩინეთი დამარცხდა და 1942 წელს დიდ ბრიტანეთთან ერთად ხელი მოაწერა „ნანძინგის ხელშეკრულებას“. ორ წლიანმა ომმა ძალიან დიდი გავლენა იქონია ჩინეთზე, აქედან დაიწყო მისი გაღარიბებისა და დასუსტების ისტორია. 1850 წელს ტაოკუანგი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცინგის დინასტიის მეცხრე, ხოლო ცინგის ჩინეთის მეშვიდე იმპერატორი გახდა ვენწუნგ აისინ ძუელუო იმინ ტიტულით სიანფენგი(清文宗爱新觉罗奕旻·咸丰1831-1861. ამბობენ ტაოკუანგს ძალიან უყვარდა ის და დიდ ყურადღებას აქცევდა მის განათლებას. იმპერატორი სიანფენგი ბავშვობიდან ფლობდა ჩინურ, მანჯურიულ და მონღოლურ ენებს, ძალიან კარგად იცოდა ისტორია და კონფუცის მოძღვრებები. თუმცა მისი მმართველობის პერიოდი მარტივი არ ყოფილა, ამ დროს მიმდინარეობდა თაიფინგის ზეციური სამეფოს რევოლუცია (1851-1864), 1856 წელს კი ინგლის-საფრანგეთის გაერთიანებულმა არმიამ წამოიწყო ოპიუმის მეორე ომი, ამჯერადაც ჩინეთის მარცხით დასრულადა და 1858 წელს ხელი მოაწერეს „თიენძინის ხელშეკრულებას“. დაპირისპირება ამით არ დასრულებულა, რამაც ძალიან იმოქმედა იმპერატორის ჯანმრთელობაზე, მას დეპრესია დაეწყო და ძალაუფლება ნელ-ნელა დედოფალი ცისის ხელში გადავიდა. 1861 წელს იმპერატორი სიანფენგი 31 წლის ასაკში დეპრესიით გარდაიცვალა.

შემდეგი მმართველი კი გახდა მუწუნგ აისინ ძუელუო წაიჩუნ ჩინური წოდებით თუნგჭ’(清穆宗爱新觉罗载淳·同治1856-1874, თუმცა ის რეალურად მხოლოდ ერთი წელი მართავდა ქვეყანას, სიანფენგის გარდაცვალებისას თუნგჭ’ მხოლოდ 6 წლის იყო, 19 წლის ასაკში კი გარდაიცვალა, მანამდე მისი რეგენტი დედოფალი ცისი იყო. იმპერატორი თუნგჭ’ 17 წლის იყო როცა დაქორწინდა, თუმცა პირველ ცოლად არ მოიყვანა დედოფალ ცისის მიერ შერჩეული გოგო, რის გამოც მათ შორის დაპირისპირებაც დაიწყო. 1873 წელს ცისიმ ოფიციალურად გადასცა ქვეყნის სადავეები შვილს, თუმცა რეალურად ისევ ის მართავდა ქვეყანას. ამ პერიოდში გატარდა წენ კუოფენგის მიერ წამოწყებული რეფორმები, მათ შორის გაიხსნა ახალი სკოლები, დაიწყო რკინიგზის მშენებლობა და სხვა. 1874 წელს კი თუნგჭ’ ავადმყოფობით გარდაიცვალა, მალევე იგივე ბედი ეწია მის მეუღლესაც. 


თუნგჭ’ს არ ჰყავდა ვაჟი, ამიტომ დედოფალმა ცისიმ შეცვალა კანონი, რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობა მამიდან შვილზე გადადიოდა, ახალი წესის მიხედვით იმპერატორი გახდა თუნგჭ‘ს 4 წლის ბიძაშვილი (მამის ძმის შვილი) წაითიენი. დეწუნგ აისინძუელუო წაითიენი წოდებით კუანგსუ(清德宗爱新觉罗·载湉光绪1871-1908 ჩინეთის იმპერატორი იყო 1874-1908 წლებში. ცისი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა მის მიმართ, ცდილობდა დედასავით ჰყოლოდა და თან მის კონტროლ ქვეშ მოექცია. თუმცა ასაკის მატებასთან ერთად რთული გახდა კუანგსუსთვის ცისისთან ურთიერთობა. ამბობენ, ცისი ცუდ ხასიათზე როცა იყო, კუანგსუ მის წინაშე დაჩოქილი საათობით იდგაო. 1886 წელს კუანგსუმ ცოლად ცისის მიერ შერჩული ქალი შეირთო, ამავე წელს ოფიციალურად მის ხელში გადავიდა ქვეყნის მართვა. კუანგსუს იმპერატორობის პერიოდში მოხდა ჩინეთ-საფრანგეთის ომი (1883-1885), რომელიც ჩინეთის მარცხით დასრულდა; ჩინეთ-იაპონიის პირველი ომი (1894-1895), ამ ომში იაპონიამ გაიმარჯვა და ჩინეთთნ „მაკუანის იგივე შიმონოსეკის  ხელშეკრულება“ გააფორმა, რომელზე ხელის მოწერაც არ სურდა კუანგსუს, თუმცა საბოლოოდ მაინც დათანხმდა. 1900 წლის 28 მაისს კი 8 ქვეყნის გაერთიანებულმა არმიამ დაიკავა პეკინი, ცისი და კუანგსუ ქალაქ სიანში გაიქცნენ. 1902 წლის 8 იანვარს დაბრუნდნენ პეკინში. 1908 წელს კუანგსუ გარდაიცვალა 38 წლის ასაკში, ზოგი ისტორიკოსის აზრით, ის ცისიმ მოწამლა, თუმცა ამის დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს. მეორე დღეს გარდაიცვალა დედოფალი ცისიც, რომელმაც სიკვდილის წინ იმპერატორად 3 წლის ფუ ი გამოაცხადა.


აისინ ძუელუო ფუ ი(爱新觉罗·溥仪 1906-1967არის ცინგის დინასტიისა და ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი. ჩინეთის ისტორიაში ყველაზე პატარა და ყველაზე მოკლევადიანი იპმერატორი. ფუ ი 1908 წელს გამოცხადდა ჩინეთის იმპერატორად, 1911 წელს კი მოხდა სინხაის რევოლუცია, რომელმაც დაამხო ცინგის დინასტია და ჩინეთში ახალ რესპუბლიკურ ერას ჩაუყრა საფუძველი. რევოლუციის შემდეგ იუენ შიქაიმ ცინგის საიმპერატორო ოჯახს უფლება მისცა პეკინის აკრძალულ სასახლეში ეცხოვრათ, სადაც პატარა ფუ ის ისევ ისე ეპყრობოდნენ როგორც იმპერატორს. თუმცა 1917 წელს ჭანგ სუნის მიერ იმპერატორობის აღდგენის მცდელობის შემდეგ, ფუ ისა და მთელ მის გარემოცვას დაატოვებინეს სასახლე. 1934 წელს იაპონიამ ფუ ი გამოაცხადა მათ მიერ დაპყრობილ მანჯურიაში იმპერატორად, რეალურად კი მათ მარიონეტად იქცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ის საბჭოთ კავშირში ტყვედ წაიყვანეს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდეგ დააბრუნეს ჩინეთში, თუმცა გამოსასწორებელ კოლონიაში კიდევ 9 წელი გააჩერეს, 1959 წელს გაათავისუფლეს და უბრალო ადამიანივით განაგრძო ცხოვრება. 1962 წელს მეორედ იქორწინა, 5 წელში კი 62 წლის ფუ ი, ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორი, გარდაიცვალა.


 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

徐中约,《中国近代史:1600-2000中国的奋斗》,后浪出版公司005-02

 

稻叶君山:《清朝全史》,上海三联书店出版社,2021年;

 

张生:《清太祖努尔哈赤传奇》,《侨园》, 2021年;

 

常建华:《清朝大历史》,中华书局出版,2020年;

 

李治亭:《清史:上卷》,人民文学出版社,2020;

 

善从:《中国皇帝全传》,中国华侨出版社,2011年。

 

კომენტარები