Chinesestories

კორეელი სტუდენტის წერილი ჩინეთში სწავლასთან დაკავშირებით

კორეელი სტუდენტის წერილი ჩინეთში სწავლასთან დაკავშირებით

წერილში იოუძინი(ჩინურად ვეიჭენ სუნგი)  გვიყვება, რომ თავიდან ჩინური ენა არც თუ ისე კარგად იცოდა, მაგრამ მოსწონდა ჩინური ფილმები, სერიალები, სიმღერები, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო ენის მოწონებაში და შემდეგ სკოლაში ჩინური ენის მიმართულებაც აირჩია, საბოლოოდ კი ჩინეთში ჩამოსვლა და  აქ სწავლის გაგრძელებაც გადაწყვიტა.

ასევე გვიამბობს იმ სირთულეებზე, რაც ენის ბარიერმა გამოიწვია, რომ უწევდა იმაზე მეტი ეშრომა და ემეცადინა, ვიდრე იმ უცხოელ სტუდენტებს ვინც უკვე დიდი ხანი ჩინეთში იყვნენ. თავიდან გაკვეთილს რომ ისმენდა ბოლომდე ვერ გებულობდა, ამიტომ ხმის ჩაწერის მეთოდს მიმართა, რომელსაც სასწავლო მასალასთან ერთად გაკვეთილის შემდეგ კორეულ ენაზე თარგმნიდა და სწავლობდა. მისი აზრით, ეს დაეხმარა მას უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვებაში და ასევე სხვადასხვა სახის კონკურსებში გამარჯვებაში და უკვე მესამე კურსზეა და ლექციების მოსმენის პრობლემა აღარ აქვს, ასევე შეეჩვია აქ ცხოვრებასაც.

მისი აზრით, ბაკალავრის საფეხურზე უცხოეთში სწავლის უპირატესობა არის ის რომ ერთი მხრივ პროფესიას ეუფლება სტუდენტი და მეორე მხრივ უცხო ქვეყნის კულტურას. ასეთ ვითარებაში კი ენაც ბუნებრივად შემოგესწავლებაო. ხოლო ჩინეთში სწავლა მისთვის კარგი შესაძლებლობაა, ძალიან კმაყოფილი და ბედნიერია აქ სწავლით და იმედი აქვს დამთავრებამდე კიდევ ბევრ ცოდნას მიიღებს.

ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ მის წერილს:

 

大家好,我是浙江大学环境设计二年级的宋维真。

我在意大利上初中,在韩国高中毕业后才到中国留学,所以汉语水平比其他朋友不太好。但是当初喜欢看中国的电影和电视剧,喜欢听音乐,渐渐的喜欢上了汉语,所以后来选择了外国语高中中文系。就这样学习汉语,对中国文化和建筑及景观产生了兴趣,决心去中国留学。

但是我首次在华的留学生活因为语言和文化差异而困难。在中国与中国学生长期学习的留学生不同,我还需要另外空出时间学习汉语,为了赶上专业学课,需要投入比别人更辛苦和更多的时间。

刚开始的时候,因为只听一次课没法完全听懂,所以只能录音,结合老师的课堂资料,翻译成韩语学习。我觉得因为通过这样的过程,我能够在学校得了奖学金,而且参加校内外的很多比赛得了奖。现在的话我已经是大三了,能了解大部分的中文课,而且已经熟悉了中国生活。

我觉得本科留学的好处就是一边可以学习专业方面的知识,一边可以学习外国的文化,这个过程中自然的可以学习语言。对于作为在中国学习的我来说,在拥有悠久历史和文明的中国,学习中国政治、经济、文化,学习是难得的机会。我对中国留学非常满意,非常开心。离毕业还有一年的时间,希望能够得到更多的知识。

კომენტარები