Chinesestories

„ოთხი მაისის ოძრაობა“ 1919 წელი

„ოთხი მაისის ოძრაობა“ 1919 წელი

ოთხი მაისის მოძრაობისკენ ჩინელ მოსახლეობას პარიზის კონფერენციამ უბიძგა. პარიზის კონფერენციისგან ჩინეთი, როგორც პირველ მსოფლიო ომში გამარჯვებულ ქვეყანათაგანი გარკვეულ სარგებელს ელოდა, თუმცა რეალურად ჩინეთის წარმომადგენლები მხოლოდ სახელად მიიწვიეს და მათი კონფერეციაზე სიტყვით გამოსვლა და მოთხოვნა სხვა ქვეყნებმა არაფრად ჩააგდეს. მეტიც მოთხოვეს „ვერსალის ხელშეკრულებაზე“ ხელის მოწერა, რაც იაპონიის „თორმეტი პუნქტის“ ლეგალურად აღიარების ტოლფასი იყო.

„თორმეტი პუნქტის“ მიხედვით კი იაპონია ჩინეთისგან ითხოვდა პროვინციების_ შანტუნგის, მანჯურიის, შიდა მონღოლეთის, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს და მდინარე იანძის აუზის ტერიტორიებს; ასევე ითხოვდა ჩინეთს ყოლოდა იაპონელი კონსულტანტები პოლიტიკურ, ფინანსურ, სამხედრო და საპატრულო ადმინისტრაციებში და იაპონიისგან ყველაზე მცირე 50% საბრძოლო იარაღის შეძენას. ამ ყველაფერს კი იუენ შიქაიმ (袁世凯 ჩინეთის რესპუბლიკის მეორე დროებითი პრეზიდენტი) შიდა არეულობაზე გავლენის მოსახდენად და იაპონიისა და სხვა ქვეყნების მხარდაჭერის მოპოვების მიზნით 1915 წლის 25 მაისს მოაწერა ხელი.

იუენ შიქაის გარდაცვალების შემდეგ კი ჩინეთის რესპუბლიკის სადავეები იუენ შიქაის არმიის მხედართმთავრების ხელში აღმოჩნდა, სწორედ ისინი მართავდნენ პარიზის კონფერენციის დროს ჩინეთს და პარიზში კონფერენციაზე 5 კაციანი წარმომადგენელთა გუნდიც ამ მთავრობის წევრები იყვნენ. ეს უკანასკნელნი კი ფიქრობდნენ, კონფერენციაზე შეთანხმდებოდნენ უცხოელი ჯარისკაცების და პოლიციის ჩინეთის ტერიტორიიდან გაყვანაზე, დაიბრუნებდნენ უცხო ქვეყნების მიერ არათანაბარი ხელშეკრულებებით დატაცებულ ტერიტორიებს და ა.შ. თუმცა ვერც ერთ მათგანს ვერ მიაღწიეს, პირიქით „ვერსალის ხელშეკრულებაზე“ ხელის მოწერა და იაპონიისთვის შანტუნგის გადაცემა მოსთხოვეს ჩინელებს.

1919 წლის 4 მაისს პეკინის უნივერსიტეტის დაახლოებით 5 000 სტუდენტი გამოვიდა შანტუნგის პროვინციასთან დაკავშირებით ვერსალის სხდომის გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად.

შანტუნგის პრობლემა(山东)

1989 წელს გერმანიამ 99 წლიანი ხელშეკრულებით დაიკავა შანტუნგის პროვინცია და ძიაოჭოუს ყურე, პირველი მსოფლიო ომის დროს ჩინეთმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, იაპონია კი გერმანიის მოკავშირედ ჩაერთო ომში და გერმანიისგან ძიაოჭოუს ყურე(胶州湾) მიიღო; რის შემდეგაც შანტუნგის პროვინციის ნაწილი დაიკავა, ამის ლეგალურობის მიზნით კი შეიმუშავა „თორმეტ პუნქტიანი ხელშეკრულება“, რომელზეც იუენ შიქაიმ ხელი მოაწერა ჩინეთზე საკუთარი გავლენის შესანარჩუნებლად. იაპონიამ კი თავის მხრივ სხვა ქვეყნებთან დაიწყო შეთანხმება. 1917 წლის 20 თებერვალს რუსეთთან, რუსებმა აღიარეს იაპონიის „თორმეტი პუნქტი“, სანაცვლოდ იაპონიამ უღიარა რუსეთს 1912-1915 წელს დაკავებული მონღოლეთის ტერიტორია; მეორე დღეს დიდ ბრიტანეთთან, ინგლისი დათანხმდა ამ პუნქტებს, იაპონიამ კი აღიარა ინგლისის ტერიტორიად წყნარი ოკეანის ეკვადორი და გერმანიის ჩრდილოთ ნაწილი; იაპონიამ საფრანგეთსა და იტალიასთანაც მოაწერა მსგავს ხელშეკრულებებს ხელი; 1917 წლის ნოემბერში კი აშშ-სთან შეთანხმდა, სანაცვლოდ იაპონიამ მის „ღიაობის“ პოლიტიკას დაუჭირა მხარი.

1917 წლის აგვისტოში ჩინეთმა გამოაცხადა ალიანსის ქვეყნების მხარეს გერმანიის წინააღმდეგ ომში ჩაბმა და 20 000 მეტი ჩინელი მუშა გაუშვეს დიდ ბრიტანეთ-საფრანგეთის ფრონტის ხაზზე საბრძოლველად. ომის დამთავრების შემდეგ, ჩინეთი როგორც გამარჯვებულ ქვეყანათაგანი, ელოდებოდა გარკვეულ სარგებელს, რომელთაგან უმნიშვნელოვანესი იყო „თორმეტი პუნქტის“ ოფიციალურად ანულირება. პრეზიდენტი სუ შიჩანგი(徐世昌 ჩინეთის რესპუბლიკის მეხუთე პრეზიდენტი, თავისმხრივ ფიქრობდა, რომ ეს იყო თავისი შესაძლებლობა თავი გამოეჩინა, როგორც მოსახლეობის, ისე სამხრეთელი რევოლუციონერების და ჩრდილოეთელი მხედართმთავრების წინაშე. შესაბამისად, დაარსა სპეციალური გუნდი, რომელმაც გამოიკვლია და შეისწავლა ეს „თორმეტი პუნქტი“, მოამზადა პარიზის შეხვედრაზე წარსადგენი გეგმა, სიტყვა და გაემგავრა პარიზში. თუმცა პარიზში ჩასულებს სულ სხვა რეალობა დახვდათ, იაპონიის წინააღმდეგ მარტო იყო ჩინეთი და მოლაპარაკებების შემდეგ იძულებულს ხდიდნენ მოეწერა ხელი და ეღიარებინა „თორმეტი პუნქტის“ ლეგალურობა.

სანამ პარიზის შეხვედრას დავუბრუნდებით, უნდა გავიხსენოთ რომ 1918 წლის სექტემბერში პეკინში მხედართმთავრების ერთმა ნაწილმა ხელი მოაწერეს საიდუმლო ხელშეკრულებას იაპონიასთან, რომლის მიხედვითაც მხედართმთავრების რეჟიმმა იაპონიისგან მიიღო 20 მილიონი იენი, იაპონიამ კი დამატებით მიიღო შანტუნგის რკინიგზის ორი ხაზის რესტავრაციის და არმიისთვის ციხესიმაგრის აშენების უფლება.

იაპონიამ ეს საიდუმლო ხელშეკრულება ვერსალის სხდომაზე შანტუნგის დასამტკიცებლად წაიღო. ეს ასევე ხელს შეუწყობდა მის განსაკუთრებულ უფლებებს მანჯურიასა და სხვა ახლო რეგიონებში. ვერსალმა კი ამ ყველაფრის საფუძველზე იაპონიის სასარგებლოდ გამოიტანა დასკვნა.

სტუდენტები პარიზის გადაწყვეტილების წინააღმდეგ

3 მაისს რამდენიმე ათასი სტუდენტი შეიკრიბა ამ საკითხთან დაკავშირებით. მათ წერილი გაგზავნეს ვერსალში, ასევე მისწერეს საფრანგეთში ჩინეთის წარომადგენლებს და გადაწყვიტეს მეორე დღეს საპროტესტო მსვლელობა მოეწყოთ საკონსულოების მიმართულებით.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 5 ათასმა სტუდენტმა პეკინის 13 უნივერსიტეტიდან და კოლეჯიდან, რომელთაც პლაკატებზე ეწერათ რომ სიკვდილის ფასად დაიცავდნენ ცინგტაოს (ქალაქი შანტუნგის პროვინციაში) და ქვეყნის გამყიდველ მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს შესაფერისად დასჯიდნენ. ისინი ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის სახლთან მივიდნენ, რის გამოც მათ დასაკავებლად მხედართმთავრების მთავრობამ  პოლიცია გაგზავნა, თუმცა პოლიციის მოსვლამდე უმრავლესობა გაიქცა და მათ მხოლოდ 32 სტუდენტის დაჭერა მოახერხეს.

სტუდნტების დაჭერის გამო პეკინის უნივერსიტეტის რექტორმა ლექციები გააუქმა, მათ პროტესტს მხარი დაუჭირა მთელმა ქვეყანამ და მალე მთელი ქვეყნის მაღაზიების, საწარმოებისა და ქარხნების თანამშრომლები ჩაერთნენ საპროტესტო აქციაში. ხალხმა შეწყვიტა იაპონური პროდუქტის შეძენა და იაპონელების ტრანსპორტზე ბილეთების შეძენა. 7 მაისს პეკინის მთავრობა იძულებული იყო გაეთავისუფლებინა სტუდენტები.

ჩინეთის მაშინდელმა ტუან ციჟუეიმ (段祺瑞 ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხედართმთავარი, რომელიც ამ პერიოდში აკონტროლებდა პარლამენტს) და პრეზიდენტმა სუ შიჩანგმა გადაწყვიტეს ხელი მოეწერათ პარიზის ხელშეკრულებაზე და ძალის გამოყენებით ჩაეხშოთ სტუდნეტების პროტესტი.

ამ ყველაფერმა კიდევ უფრო განარისხა ჩინელი ახალგაზრდები. 19 მაისიდან პეკინელ სტუდენტებს სხვა ქალაქის სტუდენტები აყვნენ, რომელბიც პროტესტს გაფიცვებით, გაკვეთილების გაცდენით, აგიტაციითა და საპროტესტო შეკრებებით გამოხატავდნენ. 26 მაისს მთავრობა იძულებული იყო უარი ეთქვა პარიზის ხელშეკრულებაზე და არ მოეწერა ხელი მასზე.

3 ივნისს პეკინში ისევ მოეწყო რამდენიმე ათასიანი სტუდენტური აქცია, ზოგიერთი წყაროს ცნობით ამ დღეს პეკინის პლიციამ 800-ზე მეტი სტუდენტი დააკავა, რასაც 5 ივნისს შანხაიში „სამჯერადი გაფიცვა“ მოჰყვა. გაიფიცნენ სტუდენტები, მუშები და ბიზნესმენ-ვაჭრები. მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 პროვინიციის 150-ზე მეტ ქალაქში დაიწყო პროტესტი.  „ხუთი მაისის პატრიოტული მოძრაობა“ მთელ ქვეყანას მოედო.

11 ივნისს ჩენ ტუსიოუმ, ლი ტაჭაომ და სხვებმა, პეკინში საკუთარი ხელით გაავრცელეს „პეკინის მოქალაქეების მანიფესტი“, რომლის მიხედვითაც მოქმედებაზე გადასვლას აცხადებდნენ. შედეგად 11 ივნისს პრეზიდენტმა სუ შიჩანგმა გამოაცხადა გადადგომის შესახებ, მას მიყვა პრემიერ მინისტრი ციენ ნენგსუნიც(钱能训). საპროტესტო გამოსვლები არ წყდებოდა, 28 ივნისს ჩინეთის წარმომადგენელთა გუნდმა პარიზში უარი განაცხადა ხელი მოეწერა „ვერსალის ხელშეკრულებზე“.

„ოთხი მაისის მოძრაობა“ იყო დასაწყისი ცვლილებებისა, რომელიც “ახალი კულტურის“ მოძრაობის ნაწილი იყო, ამ უკანასკნელის მიზანი კი იყო ჩინელი ხალხისთვის მოეპოვებინა ეროვნული დამოუკიდებლობა, პერსონალური თავისუფლება და მემკვიდრეობით გადმოცემული ტრადიიციების საფუძველზე შეექმნა ახალი კულტურა.

 

შენიშვნა:

ჩენ ტუსიოუ(陈独秀) და ლი ტაჭაო(李大钊)  იყვნენ „ოთხი მაისის“, „ახალი კულტურის“ და სხვა მოძრაობების ლიდერები, პეკინის უნივერსიტეტის ლექტორები, ჩინეთის კომუნისტური პარტიის დამაარსებლები და ა.შ

 

გამოყენებული ლიტერატურა:

陈丽红:《陈独秀“五四运动时期的总司令”》,北京观察,2021年第7期;

何亚云:《浅谈“从鸦片战争到五四运动”》,公关世界,202118期;

彭明:《五四运动史》,人民出版社,2019年;

周策纵:《五四运动史:现代中国的知识革命》,四川人民出版社,2019年;

史鉴:《中华民国史:1912-1949》,九州出版社,2011年;

潘荣、魏又行:《北洋政府史话》,社会科学文献出版社,2000年;

吴安宁:《北洋政府》,贵州教育出版社,2015年;

კომენტარები