ნურხაჩი არის ჩინეთის უკანასკნელი დინასტიის _ ცინგის დამაარსებელი. მის მიერ დაარსებული დინასტია 296 წლის ისტორიას ითვლის.1574 წელს ძიენჭოუს მარცხენა მხარის მმართველს ძიაო ჩანგს და მის შვილს თა ქეშის, მარჯვენა მხარის მმართველ ხანელ ლი ჩენგლიანგთან მოუვიდათ უთანხმოება, პირველ ეტაპზე ამ დაპირისპირებამ თითქოს მშვიდად ჩაიარა, მაგრამ 1582 წელს ლი ჩენგლიანგის არმიამ ნურხაჩის ბიძის ათაის წინააღმდეგ ბრძოლაში ძიაო ჩანგი და თავისი შვილი თა ქეშიც მოკლა. თა ქეში ნურხაჩის მამა იყო, ძიაო ჩანგი კი ბაბუა. შესაბამისად, ძაიო ჩანგის ტიტული და თანამდებობა ნურხაჩის მემკვიდრეობით ერგო.
სინხაის რევოლუცია 1911 წელს მოხდა და ამ რევოლუციამ დაასრულა ჩინეთში მონაქრქიული მმართველობა, დაამხო ცინგის დინასტია რომელიც 268 წელი მართავდა ჩინეთს და დაარსა ჩინეთის რესპუბლიკა. სინხაის რევოლუციის მთავარ ლიდერად და სულის ჩამდგმელად სუნ ჭუნგშანი იგივე სუნ იატსენი ითვლება, რომელიც სინხაის რევოლუციის განუყოფელი სიმბოლოა. სუნ ჭუნგშანის გვერდით კი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, აქტიურად იბრძოდნენ მაშინდელი ჩინელი სტუდენტები.
1600 წლიდან ჩინეთის ისტორიაში იწყება ახალი პერიოდი, ჩინეთის მმართველ მინგის დინასტიას ნელ-ნელა მანჯურიელები ამარცხებენ და აარსებენ ცინგის დინასტიას, მათი მმართველობის მეორე ნახევრიდან ჩინეთში შემოდიან დასავლელი მკვლევრები, ვაჭრები, მისიონერები, რომლებსაც შემოაქვთ სრულიად განსხვავებული კულტურა, მეორე მხრივ რუსები უახლოვდებიან ჩინეთს, რომლებმაც თავიანთი საზღვარი მანჯურიამდე გადმოიტანეს.