Chinesestories

ძიანგსის პროვინციის სტიპენდია ნანჩანგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძლების მსურველთათვის

ძიანგსის პროვინციის სტიპენდია ნანჩანგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძლების მსურველთათვის

ნანჩანგის უნივერსიტეტი მდებარეობს ძიანგისი პროვინციის ქალაქ ნანჩანგში.

სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა. ბაკალავრის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი უნდა იყვეს არა უმეტეს 28 წლისა და მათთვის განკუთვნილი სტიპენდია ერთჯერადად შეადგენს 20 000 იუენს, ხოლო მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძლების მსურველთათვის 25 000 იუენს. მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი უნდა იყოს 35 წლამდე, ხოლო დოქტორანტურის საფეხურზე 45 წლამდე.

ასევე შეგიძლიათ საბუთები შეიტანოთ ჩინური ენის კურსის სტიპენდიაზეც, რომლის სტიპენდია ჯამში 6 000 იუენს შეადგენს. ენის კურსზე საბუთების შეტანა შესაძლებელია 50 წლამდე ასაკის ხალხისთვის. 

აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

განაცხადი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ჩინურ ენაზე;

განაცხადი ძიანგსის პროვინციის სტიპენდიაზე;

სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი სასწავლებლის(სკოლის, ბაკალავრის, მაგისტრატურის) დამამთავრებელი მოწმობისა და ქულების ასლები;

დამამთავრებელი კლასის/კურსის სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ შესაბამისი ცნობა;

პასპორტის ასლი;

ჯანმრთელობის ცნობა;

ჩინური ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;

ჩინეთში სწავლის გეგმა;

სარეკომენდაციო წერილები (მხოლოდ მაგისტრატურაზე ან დოქტორატურაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის);

გაითვალისწინეთ, ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.

 

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია ყველა არა ჩინეთის მოქალაქეს. 2022 წლის 10 ივნისამდე.

დეტალური ინფორმაცია, აპლიკაციის ფორმები და უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშრებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეილზე nene@akhobadze@yahoo.com.

კომენტარები