Chinesestories

„სარტყელისა და გზის“ ინიციატივის სტიპენდია

„სარტყელისა და გზის“ ინიციატივის სტიპენდია

ჩრდილო-დასავლეთის ტექნიკური უნივერსიტეტი მდებარეობს პროვინცია შაანსიში ქალაქ სიანში. ეს უნივერსიტეტი სახელგანთქმულია აერონავტიკის, ასტრონავტიკისა და საზღვაო ტექნოლოგიების ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამებით. სტიპედნიაზე საბუთები მიიღება 2023 წლის 31 მარტამდე. სტიპენდია არის ორნაირი, ერთი ჩინეთის მთავრობის, მეორე კი „სარტყელისა და გზის“.

სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა. მაგისტრატურის პროგრამისთვის აპლიკანტი უნდა იყოს არა უმეტეს 35 წლის და ფლობდეს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო დოქტორანტურისთვის უნდა იყოს არა უმეტეს 40 წლის და ფლობდეს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხს. 

 

აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

 

განაცხადი საერთაშორისო სტუდენტებისთვის;

სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი სასწავლებლის(სკოლის, ბაკალავრის, მაგისტრატურის) დამამთავრებელი მოწმობისა და ქულების ასლები;

დამამთავრებელი კლასის/კურსის სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ შესაბამისი ცნობა;

პასპორტის ასლი;

ჯანმრთელობის ცნობა;

სამოტივაციო წერილი;

საკვლევი გეგმა;

ხელმძღვანელის რეკომენდაცია;

ჩინური ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატიIELTS 6, ჩინურის შემთხვევაში HSK 5 მინიმუმ 180 ქულით;

 

გაითვალისწინეთ, ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.

დეტალური ინფორმაცია, აპლიკაციის ფორმები და უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშრებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეილზე nene@akhobadze@yahoo.com

კომენტარები