Chinesestories

ჩინური ფილოსოფიის წინაპირობა

ჩინური ფილოსოფიის  წინაპირობა

თავი II

ჩინური ფილოსოფიის  წინაპირობა

წინა თავში ვთქვი, რომ ფილოსოფია ეს არის სისტემატიური და რეფლექსური აზროვნება ცხოვრებაზე. ფიქრის დროს, გარემო ხშირად ახდენს გავლენას ადამიანებზე. კონკრეტულ გარემოში, ის იმ კონკრეტული მეთოდით შეიგრძნობს ცხოვრებას. შესაბამისად, მის ფილოსოფიასაც აქვს გარკვეული ასპექტები, ეს ყველაფერი კი ხდება მისი ფილოსოფიის მახასიათებლები.

ერთი ადამიანის და ერის შემთხვევაშიც ასეა. ამ თავში მოგითხრობთ ჩინელი ერის გეოგრაფიულ, ეკონომიკურ ფონზე, ზოგადად ჩინურ კულტურაზე, კონკრეტულად კი ჩინურ ფილოსოფიაზე, რათა ავხსნა თუ როგორ და რატომ გახდა ის ისეთი როგორიც ახლაა.

ჩინელი ხალხის გეოგრაფიული ფონი

„ანალექტებში“ წერია: „კონფუცი ამბობს: ჭკვიან ადამიანს წყალი უყვარს, კეთილს კი მთა. ჭკვიანი ადამიანი აქტიურია, კეთილი კი მშვიდი. ჭკვიანი ადამიანი ბედნიერია, კეთილი კი დიდხანს იცოცხლებს.“(《雍也》) ამის წაკითხვის შემდეგ, გავიაზრე მასში არსებული მორალი, რომელიც მიუთითებს ძველი ჩინელებისა და ძველი ბერძნების სხვაობაზე.


ჩინეთი კონტინენტური სახელმწიფოა. ძველ ჩინელებს ეგონათ, რომ მათი ქვეყნის ტერიტორია იყო მთელი მსოფლიო. ჩინურ ენაში არის ორი სიტყვათწყობა, ორივე შეიძლება ითარგმნოს როგორც „მსოფლიო“(世界): ერთია „ცის ქვეშეთი“(天下), მეორე კი „ოთხ ზღვათაშორისი“(四海之内). ზღვისპირა სახელმწიფოების ხალხისთვის, მაგალითად ბერძნებისთვის, შეიძლება გაუგებარი იყოს ის ფაქტი, რომ ამ რამდენიმე სიტყვის მნიშვნელობა ერთი და იგივეა. თუმცა ეს მოხდა ჩინურ ენაში, თანაც სავსებით ლოგიკურად.

კონფუცის ეპოქიდან მოყოლებული წინა საუკუნის ბოლომდე, არც ერთ ჩინელ მოაზროვნეს არ ჰქონია ზღვასთან არსებული რისკების გამოცდილება. თუ დღევანდელი სტანდარტებით შევხედავთ, კონფუცი და მენგ წი არც ისე შორს ცხოვრობდნენ ზღვის ნაპირიდან, თუმცა „ანალექტებში“ კონფუცს მხოლოდ ერთხელ აქვს ნახსენები ზღვა. მან თქვა: „თუ ჩემი იდეა არ ივარგებს, ისღა დამრჩენია ბამბუკის ტივით გავიდე ზღვაში. ვშიშობ, მხოლოდ ჭუნგ იოუღა გამომყვება.“ (《论语·公治长》)ჭუნგ იოუ(仲由) კონფუცის მოწაფე იყო, თავისი სიმამაცით სახელგანთქმული. გადმოცემის თანახმად, ჭუნგ იოუმ ეს რომ მოისმინა ძალიან გახარებული იყო. თუმცა ეს მისი სიხარული სულაც არ მოწონებია კონფუცს და უთქვამს: „ჭუნგ იოუმ სიმამაცეში მაჯობა, თუმცა ვერ არის კარგი ლოგიკური გადაწყვეტილების მიღებაში.“ (《论语·公治长》)


მენგ წისაც გაკვრით აქვს ნახსენები ზღვა. მან თქვა: „მან ვინც ნახა ოკეანე, რთულია შეხედოს სხვა წყალს“(《孟子·尽心上》). მენგ წის ეს წინადადებაც ვერაფრით ჯობს კონფუცისას, რომელმაც მხოლოდ ზღვაში „ტივტივი“ მოიფიქრა. ბევრად განსხვავებული იქნებოდა ყველაფერი სოკრატესთვის, პლატონისთვის და არისტოტელესთვის, რომლებიც ზღვისპირა ქვეყანაში ცხოვრობდნენ და მოგზაურობდნენ კუნძულიდან კუნძულზე.

კომენტარები