ტუნგხუას უნივერსიტეტის სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ ბაკალავრის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა. ბაკალავრის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის და ფლობდეს ატესტატს ან ბაკალავრის ხარისხს; მაგისტრატურის პროგრამისთვის აპლიკანტი უნდა იყოს არა უმეტეს 35 წლის და ფლობდეს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო დოქტორანტურისთვის უნდა იყოს არა უმეტეს 40 წლის და ფლობდეს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხს.
ტუნგხუას უნივერსიტეტი გთავაზობთ ორი სახის სტიპენდიას:
სრული დაფინანსება _ ფარავს სწავლის, საცხოვფრებლის, დაზღვევის ხარჯებს და დამატებით ყოველთვიურ ჯიბის ფულს ( ბაკალავრის საფეხურზე 2 500 რმბ, მაგისტრატურაზე 3 000 რმბ, დოქტორანტურაზე 3 500 რმბ).
ნაწილობრივი დაფინანსება _ ფარავს სწავლისა და დაზღვევის ხარჯებს.
აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:
განაცხადი საერთაშორისო სტუდენტებისთვის;
სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი სასწავლებლის(სკოლის, ბაკალავრის, მაგისტრატურის) დამამთავრებელი მოწმობისა და ქულების ასლები;
დამამთავრებელი კლასის/კურსის სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ შესაბამისი ცნობა;
პასპორტის ასლი;
ჯანმრთელობის ცნობა;
სამოტივაციო წერილი;
საკვლევი გეგმა;
ხელმძღვანელის რეკომენდაცია;
ჩინური ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი(IELTS 6, ჩინურის შემთხვევაში HSK 5 მინიმუმ 180 ქულით);
გაითვალისწინეთ, ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.
დეტალური ინფორმაცია, აპლიკაციის ფორმები და უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშრებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეილზე nene@akhobadze@yahoo.com