Chinesestories

შანტუნგის უნივერსიტეტის სტიპენდია საერთაშორისო სტუდენტებისთვის

შანტუნგის უნივერსიტეტის სტიპენდია საერთაშორისო სტუდენტებისთვის

შანტუნგის უნივერსიტეტი მდებარეობს პროვინცია შანტუნგის ქალაქ ძინანში და QS Global Wold-ის სიაში 403-ე ადგილზეა. ამ უნივერსიტეტის სტიპედნიაზე საბუთები მიიღება 2023 წლის 31 მარტამდე. სტიპენდია არის ორნაირი, ერთი მთლიანად, მეორე კი ნაწილობრივ ფარავს სწავლის საფასურს.

სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა. საბაკალავრო პროგრამისთვის აპლიკანტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის და ფლობდეს საჯარო სკოლის ან ბაკალავრის საფეხურის დასრულების დამადასტურებელ დოკუმენტს; მაგისტრატურის პროგრამისთვის აპლიკანტი უნდა იყოს არა უმეტეს 35 წლის და ფლობდეს ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს, ხოლო დოქტორანტურისთვის უნდა იყოს არა უმეტეს 40 წლის და ფლობდეს მაგისტრის ან დოქტორის ხარისხს.

 

აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

 

განაცხადი საერთაშორისო სტუდენტებისთვის;

სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი სასწავლებლის(სკოლის, ბაკალავრის, მაგისტრატურის) დამამთავრებელი მოწმობისა და ქულების ასლები;

დამამთავრებელი კლასის/კურსის სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ შესაბამისი ცნობა;

პასპორტის ასლი;

ჯანმრთელობის ცნობა;

სამოტივაციო წერილი;

ჩინური ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატიIELTS 6, TOEFL 80, ჩინურის შემთხვევაში ბაკალვრის საფეხურზე HSK 4 მინიმუმ 210, მაგისტრატურაზე HSK 5 მინიმუმ 180, ხოლო დოქტორანტურაზე HSK 6 მინიმუმ 180 ქულით;

 

გაითვალისწინეთ, ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია ყველა არა ჩინეთის მოქალაქეს. 2023 წლის 31 მარტამდემდე.

დეტალური ინფორმაცია, აპლიკაციის ფორმები და უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშრებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეილზე nene@akhobadze@yahoo.com

კომენტარები