ჩინეთის განათლების სამინისტროს ენისა და თანამშრომლობის ცენტრის და ჭეძიანგის საერთშორისო სწავლების უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი „ჭეძიანგი II: ჩინეთის ფანჯარა“
პროექტი ითვალისწინებს ჩინურ-ინგლისურ ხუთ დღიან ონლაინ კურსს, მონაწილეობა არის სრულიად უფასო, ლექციებზე დასწრებისა და დავალებების შესრულების შემთხვევაში გაიცემა სერთიფიკატი და რაც ყველაზე მთვარია წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა უფასოდ მიიღონ მონაწილეობა ჩინური ენის ცოდნის დამადასტურებელ სასერთიფიკატო გამოცდაში (HSK).
ლაივ-ლექციები, რომლებსაც ჭეძიანგის საერთშორისო სწავლების უნივერსიტეტის ლექტორები ჩაატარებენ 90 , ხოლო ვიდეო გაკვეთილები, რომლებიც ამავე უნივერსიტეტის სტუდენტების მიერ იქნება გადაღებული 45 წუთი გაგრძელდება.
პროექტი დაიწყება 20 თებერვალს და დასრულდება 25 თებერვალს, ლაივ-ლექციები ჩატარდება საქართველოს დროით 15:00-16:30 საათზე (პეკინის დროით 19:00-20:30).
მონაწილეობის მისაღებად უნდა იყოთ არა ნაკლებ 16 წლისა და იყოთ დაინტერესებული ჩინური ენითა და კულტურით.
ადგილები შეზღუდულია, ასე რომ სურვილის შემთხვევაში იჩქარეთ და დამიკავშირდით: nene.akhobadze@yahoo.com