Chinesestories
ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტი (浙江外国语学院)  აცხადებს

ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ონლაინ გაცვლითი პროგრამის  „ჩინეთის ხიდის“  მთავარი თემა არის ჩინური ტელევიზია და ფილმები.

მანჭოუსა და ცინგის მნიშვნელობა
1616 ნურხაჩიმ გამოიყენა ძინი და დაარქვა თავის ახლად შექმნილ სახელმწიფოს, რათა ნიუჭენელი ხალხისთვის გაეხსენებინა მე-12 საუკუნის დროინდელი ნიუჭენების ძინის დინასტია. 1636 წელს კი ხუანგ თაიძიმ ძინი შეცვალა ცინგით, რადგან ის ხვდებოდა თავისი სახელმწიფოს შემადგენლობაში უკვე თავად ნიუჭენებზე მეტნი იყვნენ ხანის ჩინელები და მას ხანის ხალხის მხარდაჭერა სჭირდებოდა მინგის დინასტიის დასამხობად, მოკლედ რომ ვთქვათ ხუანგ თაიძიმ ჭკუა იხმარა, ხანელების გულისა და ნდობის მოსაპოვებლად.
ჩინური ფილოსოფიის პრობლემა და სული
წინა ორ სტატიაში უკვე მოკლედ განვიხილე თავად ფილოსოფოსი ფენგ იოულანი, მისი მოღვაწეობა და წიგნ „ჩინური ფილოსოფიის მოკლე ისტორიის“ პირველი თავის პირველი ნაწილის თარგმანიც შემოგთავაზეთ. ახლა კი გთავაზობთ პირველი თავის მეორე ნაწილის „ჩინური ფილოსოფიის პრობლემა და სულის“ თარგმანს.
სინხაის რევოლუცია და რესპუბლიკის დაარსება
დიდი ბრიტანეთის სამხედრო ხომალდების ჩინეთის სანაპიროებზე გამოჩენიდან, ჩინეთი ნელ-ნელა გადავიდა ნახევრად კოლონიურ სისტემაზე, ჩინელი ხალხი ვეღარ მართავდა და აკონტროლებდა საკუთარ სამშობლოს, მათი და მათი ქვეყნის ბედი სხვა ქვეყნების ხელში აღმოჩნდა. ამ ყველაფერმა ნელ-ნელა ხალხს ცინგის დინასტიის ჩამოგდებისკენ უბიძგა, მათ ლიდერად კი სუნ ჭუნგშანი იქცა და საბოლოოდ, რევოლუციონერებმა გააუქმეს ჩინეთის ათასწლოვანი მონარქიული მმართველობა და დაარსეს ჩინეთის რესპუბლიკა.
კორეელი სტუდენტის წერილი ჩინეთში სწავლასთან დაკავშირებით

დღეს მინდა გაგიზიაროთ ჭეძიანგის უნივერსიტეტის გარემოს დიზაინის ბაკალავრის საფეხურის სტუდენტის იოუძინ სუნგის წერილი. ის სამხრეთ კორეელია, დაწყებითი განათლება იტალიაში, საშუალო კი სამხრეთ კორეაში მიიღო, რის შემდეგაც ჩინეთში ჩამოვიდა სასწავლებლად. 

ფილოსოფიის ადგილი ჩინურ ცივილიზაციაში

ფენგ იოუ ლან (冯友兰——1895-1990) არის ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსი და განმანათლებელი. მისი წიგნები „ჩინეთის ფილოსოფიის მოკლე ისტორია“, ჩინეთის ფილოსოფიიის ისტორია“ , “ჭენიუენის ექვსი წიგნი“ და სხვა, იქცა მე-20 საუკუნის ჩინური ფილოსოფიის კლასიკად და მას დღეს „თანამედროვე კონფუციონისტსაც“ კი უწოდებენ.

მე კი მინდა ჩემი გვერდის მეშვეობით ნელ-ნელა შემოგთავაზოთ ფენგ იოუ ლანის „ჩინეთის ფილოსოფიის მოკლე ისტორიის“ ჩემივე თარგმანი ორიგინალიდან, ანუ მისივე ნაწერი ჩინური ენიდან. წინა სტატიაში ავტორის მოკლე ბიოგრაფიასთან ერთად შემოგთავაზეთ პირვალი თავის "ჩინური ფილოსოფიის სულის" შესავალი, ახლა კი გთავაზობთ პირველი თავის პირველ ქვეთავს _ "ფილოსოფიის ადგილი ჩინურ ცივილიზაციაში".

ნურხაჩი და გვიანი ძინის დინასტიის დაარსება (1559-1626)

ნურხაჩი არის ჩინეთის უკანასკნელი დინასტიის _ ცინგის დამაარსებელი. მის მიერ დაარსებული დინასტია 296 წლის ისტორიას ითვლის.1574 წელს ძიენჭოუს მარცხენა მხარის მმართველს ძიაო ჩანგს და მის შვილს თა ქეშის, მარჯვენა მხარის მმართველ ხანელ ლი ჩენგლიანგთან მოუვიდათ უთანხმოება, პირველ ეტაპზე ამ დაპირისპირებამ თითქოს მშვიდად ჩაიარა, მაგრამ 1582 წელს ლი ჩენგლიანგის არმიამ ნურხაჩის ბიძის ათაის წინააღმდეგ ბრძოლაში ძიაო ჩანგი და თავისი შვილი თა ქეშიც მოკლა. თა ქეში ნურხაჩის მამა იყო, ძიაო ჩანგი კი ბაბუა. შესაბამისად, ძაიო ჩანგის ტიტული და თანამდებობა ნურხაჩის მემკვიდრეობით ერგო.

კუბელი პატრიციას წერილი ჩინეთში სწავლასთან დაკავშირებით

ამჯერად მინდა გაგიზიაროთ პატრიციას წერილი. პატრიცია შორეული და ლამაზი კუბიდანაა. ჩინეთში მაგისტრატურაზე სწავლის გასაგრძელებლად ჩამოვიდა და ჭეძიანგის უნივერსიტეტში სისის სტუდენტურ ქალაქში 2019 წელს გავიცანით ერთმანეთი, სადაც ერთ კორპუსში 9 თვე ვცხოვრობდით და დავმეგობრდით კიდეც, ერთად ბევრ საუნივერისტეტო და სხვა სახის აქტივობებსა და ღონისძიებში მიგვიღია მონაწილეობა და იმედია, კიდევ მივიღებთ. მან მაგისტრატურა ჩინური ენის განხირთ 2021 წლის ზაფხულში დაასრულა და ახლა ჩინეთში ქალაქ ძინხუაში მუშაობს.