Chinesestories

შანტუნგის უნივერსიტეტის(山东大学) სტიპენდია 2022-2023 სასწავლო წლებისთვის

შანტუნგის უნივერსიტეტის(山东大学) სტიპენდია 2022-2023 სასწავლო წლებისთვის

სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა. სტიპენდია არის სამი სახის, პირველი_ ფინანსდება სწვალა, ყოველთვიური სტიპენდია ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის შეადგენს 700 რმბ-ს, ხოლო დოქტორანტურის 1 000 რმბ-ს; მეორე _ 50%-იანი ფასდაკლება სწავლის საფასურზე ყოველწლიურად; მესამე _ 20%-იანი ფასდაკლება სწავლის საფასურზე ყოველ წლიურად.

შანტუნგის უნივერსიტეტის სამედიცინო დეპარტამენტი 1864 წელს დაარსდა, 1901 წელს კი გადაკეთდა შანტუნგის საიმპერატორო კოლეჯად(山东学堂), მისი სტუდენტური ქალაქები მდებარეობს ქალაქ ძინანში(济南), ცინგტაოსა(青岛) და ვეიხაიში(威海), სულ უკავია 533 ჰ ტერიტორია. 2017 წელს არჩეულ იქნა ერთ-ერთ პირველი კლასის უნივერსიტეტად ჩინეთში.

ბაკალავრის საფეხურისთვის აპლიკანტი უნდა იყოს არაუმეტეს 25 წლისა და უნდა ჰქონდეს   HSK 4 სერთიფიკატი არა ნაკლებ 210 ქულით ან IELTS _ 6.0 ან TOEFEL IBT _ 80.

მაგისტრატურის საფეხურისთვის აპლიკანტი უნდა იყოს არაუმეტეს 35 წლისა და უნდა ჰქონდეს   HSK 5 სერთიფიკატი არა ნაკლებ 180 ქულით ან IELTS _ 6.0 ან TOEFEL IBT _ 80.

დოქტორანტურის საფეხურისთვის აპლიკანტი უნდა იყოს არაუმეტეს 40 წლისა და უნდა ჰქონდეს   HSK 6 სერთიფიკატი არა ნაკლებ 180 ქულით ან IELTS _ 6.0 ან TOEFEL IBT _ 80.

აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

განაცხადი საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ჩინურ ან ინგლისურ ენაზე;

პასპორტის ასლი;

სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი სასწავლებლის(სკოლის, ბაკალავრის, მაგისტრატურის) დამამთავრებელი მოწმობისა და ქულების ასლები;

სამოტივაციო წერილი;

უცხოელის ფიზიკური ჯანმრთელობის ფორმა;

ცნობა ნასამართლობის არარსებობის შესახებ;

ფინანსური მხარდაჭერის ამონაწერის ასლი;

მეურვის განცხადება 18 წლამდე აპლიკანტებისთვის;

გაითვალისწინეთ, ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია ყველა არა ჩინეთის მოქალაქე სტუდენტსს.  2022 წლის 31 მარტამდე.

 

დეტალური ინფორმაცია, აპლიკაციის ფორმები და უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შანტუნგის უნივერსიტეტის(Shandong University) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კომენტარები