Chinesestories

ხანგჭოუს სასწავლო უნივერსიტეტის უფასო ონლაინ კურსი

ხანგჭოუს სასწავლო უნივერსიტეტის უფასო ონლაინ კურსი

ხანგჭოუს სასწავლო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ონლაინ გაცვლითი პროგრამის  „ჩინეთის ხიდის“  მთავარი თემაა ქალაქ ხანგჭოუს ონლაინ ტური.

პროგრამა არის სრულიად უფასო და არ მოითხოვს ჩინური ენის ცოდნას. 

კურსის პერიოდი: 2022 წლის 15 იანვარიდან 21 იანვრამდე.

მონაწილეები პირველ გაკვეთილზე ონლაინ განიხილავენ და დაათვალიერებენ ჩინეთის ქალაქ ხანგჭოუს; მეორე გაკვეთილზე ჩინურ კერძებს; მესამე დღეს მონაწილეებს ეძლევათ საშუალება დაათვალიერონ კერძო საწარმოები; მეოთხე დღე დაეთმობა კუნგფუს და მის ისტორიას; მეხუთე გაკვეთილი კი ეროვნულ საგანძურებს; მეექვსე გაკვეთილზე მონაწილეები გაეცნობიან ჩინურ კალეგრაფიას და მხატვრობას, მეშვიდეზე კი ჩინურ მუსიკას.

ლექციებს ჩაატარებენ ხანგჭოუს სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორები. კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

გაითვალისწინეთ, ლექციები დაიწყება ყოველ დღე ჩინეთის დროით დილის 09:00 საათზე და დასრულდება 10:30 საათზე. ჩინეთსა და საქართველოს შორის დროის სხვაობა 4 საათია, შესაბამისად, საქართველოს დროით ლექციების დაწყების დროა დილის 05:00 საათი.

 

სურვილის შემთხვევაში დარეგისტრირდით:

http://bridge.chinese.cn/online/camp/camp/1429/accounts/blinding/10095

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ლინკი:

https://mp.weixin.qq.com/s/wHS2kk1HtioJWG1-aDRW3w


კომენტარები