Chinesestories
სტუდენტების წვლილი სინხაის რევოლუციაში

სინხაის რევოლუცია 1911 წელს მოხდა და ამ რევოლუციამ დაასრულა ჩინეთში მონაქრქიული მმართველობა, დაამხო ცინგის დინასტია რომელიც 268 წელი მართავდა ჩინეთს და დაარსა ჩინეთის რესპუბლიკა. სინხაის რევოლუციის მთავარ ლიდერად და სულის ჩამდგმელად სუნ ჭუნგშანი იგივე სუნ იატსენი ითვლება, რომელიც სინხაის რევოლუციის განუყოფელი სიმბოლოა. სუნ ჭუნგშანის გვერდით კი ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, აქტიურად იბრძოდნენ მაშინდელი ჩინელი სტუდენტები.

ჩინური ფილოსოფიის მოკლე ისტორია
ფილოსოფოს ფენგ იოუ ლანის დაწერილი "ჩინური ფილოსოფიის მოკლე ისტორია" მე-20 საუკუნის ჩინური ფილოსოფიის კლასიკად ითვლება. ეს იყო პირველი ჩინური წიგნი, რომელიც წავიკითხე და ვფიქრობ არის ძალიან საინტერესო და გამოსადეგი. ამიტომაც გადავწყვიტე ნელ-ნელა, ნაწილ-ნაწილ შემოგთავაზოთ "ჩინური ფილოსოფიის მოკლე ისტორიის" ჩემეული თარგმანი.
ფუადის წერილი ეთიოპიიდან ჩინეთში სწავლის შესახებ

ჩემი გვერდის მეშვეობით გარდა ჩინეთის ისტორიის, ფილოსოფიის თუ ლიტერატურისა, შევეცდები მაქსიმალურად გაგიზიაროთ ინფორმაცია სტიპენდიების და სხვა პროგრამების შესახებ და ასევე გაგიზიაროთ უცხოელი სტუდენტების გამოცდილებაც ჩინეთთან და ჩინეთში სწავლასთან დაკავშირებით.

სუნ ჭუნგშანი და რევოლუციის დასაწყისი
ცინგის დინასტიის ბოლო წლები განსაკუთრებული არეულობით და სიღარიბით გამოირჩეოდა. ჩინეთი იქცა დასავლური ქვეყნების კოლონიად, ჩინელი ხალხის ცხოვრება კი დღითიდღე გაუსაძლისი ხდებოდა. ასეთმა მდგომარეობამ ჩინელი ახალგაზრდებს რევოლუციაზე და ცინგის დინასტიის დამხობაზე ფიქრი დააწყებინა, მათ ლიდერად კი სუნ ჭუნგშანი იგივე სუნ იატსენი იქცა.
ცინგის დინასტიის დაარსება

1600 წლიდან ჩინეთის ისტორიაში იწყება ახალი პერიოდი, ჩინეთის მმართველ მინგის დინასტიას ნელ-ნელა მანჯურიელები ამარცხებენ და აარსებენ ცინგის დინასტიას, მათი მმართველობის მეორე ნახევრიდან ჩინეთში შემოდიან დასავლელი მკვლევრები, ვაჭრები, მისიონერები, რომლებსაც შემოაქვთ სრულიად განსხვავებული კულტურა, მეორე მხრივ რუსები უახლოვდებიან ჩინეთს, რომლებმაც თავიანთი საზღვარი მანჯურიამდე გადმოიტანეს.


მეტის ჩვენება