Chinesestories

ჩინური ფილოსოფიის მოკლე ისტორია

ჩინური ფილოსოფიის მოკლე ისტორია

ავტორის შესახებ

ფენგ იოუ ლან (冯友兰——1895.12.4-1990.11.26 ინგლისურ ენოვან წყაროებში შეიძლება შეგხვდეთ როგორც ფუნგ იულან Fung Yulan) არის ცნობილი ჩინელი ფილოსოფოსი და განმანათლებელი. ფენგ იოუ ლანმა 1918 წელს დაამთავრა პეკინის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. 1924 წელს მიიღო ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში, ჯონ დიუის ხელმძღვანელობით. ჩინეთში დაბრუნების შემდეგ ის მუშაობდა ცინგხუას უნივერსიტეტის ლექტორად, ფილოსოფიის დეპარტამენტის ხელმძღვანელად და ლიტერატურის ინსტიტუტის დეკანად, სამხრეთ-დასავლეთის გაერთიანებული უნივერსიტეტის ლექტორად და ლიტერატურის ინსტიტუტის დეკანად. იყო მე-4 ეროვნული კონგრესის სახალხო დეპუტატი, პრინსტონის, დელისა და კოლუმბიის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი. მისი წიგნები „ჩინური ფილოსოფიის მოკლე ისტორია“, „ჩინური ფილოსოფიიის ისტორია“ , “ჭენიუენის ექვსი წიგნი“ და სხვა, იქცა მე-20 საუკუნის ჩინური ფილოსოფიის კლასიკად და მას დღეს „თანამედროვე კონფუციონისტსაც“ კი უწოდებენ.

მე კი მინდა ჩემი გვერდის მეშვეობით ნელ-ნელა შემოგთავაზოთ ფენგ იოუ ლანის „ჩინური ფილოსოფიის მოკლე ისტორიის“ ჩემივე თარგმანი ორიგინალიდან, ანუ მისივე ნაწერი ჩინური ენიდან.



ჩინური ფილოსოფიის მოკლე ისტორია 

თავი I

ჩინური ფილოსოფიის სული

ჩინურ ცივილიზაციაში ფილოსოფიას ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, რომელიც რელიგიასა და სხვა კულტურებს არ ჩამოუვარდებოდა. ჩინეთში ყველა განათლებული ადამიანს ჰქონდა კავშირი ფილოსოფიასთან. ძველ დროში, თუ ადამიანი განათლებულად ითვლებოდა, მას უთუოდ უნდა ჰქონოდა ცოდნა ფილოსოფიაშიც. ბავშვები როდესაც სწავლას იწყებდნენ, აუცილებლად სწავლობდნენ „ოთხ წიგნეულს“ „ანალექტები“, „მენგ წ“, „დიდი სწავლებანი“, „ოქროს შუალედი“ .  ეს „ოთხი წიგნი“  არის ყველაზე მნიშვნელოვანი მასალა ახალ კონფუციონიზმში. იყო დრო, როცა ბავშები დაწყებდნენ იეროგლიფების ცნობას, მაშინვე აძლევდნენ სახელმწღვანელოს სახელად „სამი იეროგლიფის კანონი“, მასში ყველა წინადადება სამ სიტყვიანი იყო  და ირითმებოდა, რაც ადვილად ამახსოვრდებოდათ. ეს წიგნი სინამდვილეში იყო სახელმძღვანელო იეროგლიფების შესასწავლად და მასში პირველი წინადადება იყო „ადამიანები კარგები იბადებიან“. ეს არის მენგ წს ფილოსოფიის ერთ-ერთი მთავარი იდეაა.

კომენტარები