Chinesestories

ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტი (浙江外国语学院) აცხადებს "ჩინეთის ხიდის" ფარგლებში ონლაინ პროგრამას.

ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტი (浙江外国语学院)  აცხადებს "ჩინეთის ხიდის" ფარგლებში ონლაინ პროგრამას.

ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებული ონლაინ გაცვლითი პროგრამის  „ჩინეთის ხიდის“  მთავარი თემა არის ჩინური ტელევიზია და ფილმები.

პროგრამა არის სრულიად უფასო და დასრულების შემდეგ დასწრებისა და დავალებების შეფასების მიხედვით გაიცემა სერთიფიკატი, კურსი იქნება ორ ენოვანი _ ჩინურ-ინგლისური. 

კურსის პერიოდი: 2022 წლის 16 იანვარიდან 27 იანვრამდე.

მონაწილეები კურსის მანძილზე უყურებენ და განიხილავენ 12 ჩნურ ფილმს ჩინეთის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებზე, პოლიტიკაზე და ა.შ. კურსის მონაწილეებს, რომლებიც წარმატებით დახურავენ კურსს, ექნებათ ჭეძიანგის სასწავლო უნივერსიტეტში სტიპენდიის მოპოვების უპირატესობა.

ლექციებს ჩაატარებენ ჭეძიანგის საერთაშორისო სწავლების უნივერსიტეტის ლექტორები. 

მოთხოვნები:

მონაწილე უნდა იყოს 10 წელზე მეტის;

დაინტერესებული უნდა იყოს ჩინური ენითა და ჩინური კულტურით;

კურსის ბოლოს ვლოგის სახით უნდა გააკეთოს მინიმუმ 2 წუთიანი პრეზენტაცია.

კურსზე ადგილები შეზღუდულია, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიიღება მხოლოდ 60 სტუდენტი.

გაითვალისწინეთ, ლექციები დაიწყება 16 იანვარს ჩინეთის დროით 19:00, სხვა დღეებში კი ჩინეთის დროით დილის 20:00 საათზე და დასრულდება 21:30 საათზე. ჩინეთსა და საქართველოს შორის დროის სხვაობა 4 საათია, შესაბამისად, საქართველოს დროით ლექციების დაწყების დროა დილის 16:00 საათი.

 

რეგისტრაციისთვის  დამიკავშირდით ელ.ფოსტაზე და გადმომიგზავნეთ თქვენი სოციალური მედიის მისამართი:

nene.akhobadze@yahoo.com

კომენტარები