„ჩინეთში ბატონმა სუნ ჭუნგშანმა დაიწყო დემოკრატიული რევოლუცია მონარქიისა და ფეოდალიზმის წინააღმდეგ.“
მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 5 ათასმა სტუდენტმა პეკინის 13 უნივერსიტეტიდან და კოლეჯიდან, რომელთაც აცხადებდნენ, რომ სიკვდილის ფასად დაიცავდნენ ცინგტაოს და ქვეყნის გამყიდველ მაშინდელ საგარეო საქმეთა მინისტრს შესაფერისად დასჯიდნენ. ისინი ჯერ საგარეო საქმეთა მინისტრის სახლთან მივიდნენ, რის გამოც მათ დასაკავებლად მხედართმთავრების მთავრობამ პოლიცია გაგზავნა, თუმცა პოლიციის მოსვლამდე უმრავლესობა გაიქცა და მათ მხოლოდ 32 სტუდენტის დაჭერა მოახერხეს.
სტუდნტების დაჭერის გამო პეკინის უნივერსიტეტის რექტორმა ლექციები გააუქმა, მათ პროტესტს მხარი დაუჭირა მთელმა ქვეყანამ და მალე მთელი ქვეყნის მაღაზიების, საწარმოებისა და ქარხნების თანამშრომლები ჩაერთნენ საპროტესტო აქციაში. ხალხმა შეწყვიტა იაპონური პროდუქტის შეძენა და იაპონელების ტრანსპორტზე ბილეთების შეძენა."ევროპის ომი დასრულდა, ჩვენ კი დავრჩით ოცნებაში, რა ჰუმანურობაზე, სამართლიანობაზე და გამარჯვებაზეა საუბარი, ომის შემდგომი მსოფლიო აღარ იქნება ყაჩაღი მსოფლიო, იქნება უფრო ადამიანური. ვინ იცოდა ეს სიტყვები მხოლოდ და მხოლოდ ყაჩაღი მთავრობის ყალბი დაპირებები ყოფილა. ვხედავთ, პარიზის სხდომის გადაწყვეტილებებს, რომელს აქვს იოტის ოდენა ჰუმანურობის, სიმართალის, სამართლიანობის, სინათლის ჩრდილი! რომელი არ არის პატარა, სუსტი ერის თავისუფლების, უფლების დიდ ყაჩაღ ქვეყანაზე მსხვერპლად შეწირვა!" _ ლი ტაჭაო