Chinesestories
ჩემი უნივერსიტეტის ხუთ დღიანი ონლაინ კურსი
წარმატებულ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა უფასოდ მიიღონ მონაწილეობა ჩინური ენის ცოდნის დამადასტურებელ სასერთიფიკატო გამოცდაში (HSK).
სტიპენდიები ტუნგხუას უნივერსიტეტში

ტუნგხუას უნივერსიტეტი გთავაზობთ ორი სახის სტიპენდიას:

სრული დაფინანსება _ ფარავს სწავლის, საცხოვფრებლის, დაზღვევის ხარჯებს და დამატებით ყოველთვიურ ჯიბის ფულს ( ბაკალავრის საფეხურზე 2 500 რმბ, მაგისტრატურაზე 3 000 რმბ, დოქტორანტურაზე 3 500 რმბ).

ნაწილობრივი დაფინანსება _ ფარავს სწავლისა და დაზღვევის ხარჯებს.

შანტუნგის უნივერსიტეტის სტიპენდია საერთაშორისო სტუდენტებისთვის

შანტუნგის უნივერსიტეტის სტიპედნიაზე საბუთები მიიღება 2023 წლის 31 მარტამდე. სტიპენდია არის ორნაირი, ერთი მთლიანად, მეორე კი ნაწილობრივ ფარავს სწავლის საფასურს.

ჩინელი ერის ეკონომიკური ფონი
გლეხები უბრალოები არიან, მათი გამოყენება ადვილია. მათი ბავშვები ალალები არიან დაარა ეგოისტები. მათი სიმდიდრე კომპლექსურია, რთულია სამოძრაოდ, ამიტომ როცასახელმწიფო გასაჭირშია, ისინი არ ტოვებენ სახლს და არ გარბიან ქვეყნიდან. მეორე მხრივ, ვაჭრების გული ოხერია, არავის უსმენენ. მათში თაღლითობა ხშირია, შესაბამისადეგოისტებიც არიან. მათი სიმდიდრე ძალიან მარტივია გადასაადგილებლადაც, ამტომაც როცასამშობლო გასაჭირშია, ისინი ყოველთვის გარბიან საზღვრებს გარეთ.
ჩანგანის უნივერსიტეტის სტიპენდია

სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ მეცნიერების, ტექნოლოგიების ან გამოყენებითი გეოლოგიის ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა. აპლიკანტი უნდა იყოს არა უმეტეს 25 წლის. სტიპენდია ფარავს სწავლის გადასახადს და დამატებით გაძლევთ 15 000 იუენს. 

ისლამის ისტორია ჩინეთში
ჩინელი ისტორიკოსები აღნიშნავენ, რომ ისლამს ჩინელები გაეცნენ თანგის დინასტიის   (618-906) დამაარსებლის იმპერატორ კაოწუს (ლი-იუანი – 618-626) დროს. ამ თვალსაზრისის მიხედვით, ახალი რელიგიის მქადაგებლები ჩინეთში გახდნენ მუსლიმი ვაჭრები, რომლებიც ჩადიოდნენ კუანგჭოუში, იანჭოუში და ციუანჭოუში. თუმცა ეს ვერსიაც საეჭვოდ ითვლება. მართალია, სუის დინასტიის (581-618) დროს და თანგის დინასტიის მმართველობის პირველ წლებში ჩინეთს ურთიერთობა ჰქონდა დასავლეთის ქვეყნებთან და ჩინეთში იმყოფებოდა მრავალი ვაჭარი არაბეთის ნახევარკუნძულიდან, მესოპოტამიიდან, შუა აზიიდან და მათ შეჰქონდათ სანელებლები, ქარვა და გაჰქონდათ აბრეშუმი, ფაიფური და ჩაი,  მაგრამ მოცემულ მომენტში არაბეთის ნახევარკუნძულზე და სპარსეთში ისლამი ჯერ კიდევ არ იყო საყოველთაოდ გავრცელებული და ამიტომ ნაკლებად სარწმუნოა, რომ ამ ტერიტორიიდან მოსული ვაჭრები VII ს-ის პირველ ათწლულში იყვნენ მუსლიმები. ამავე პერიოდში აშენდა ხვაიშენგის მეჩეთი (კანტონის დიდი მეჩეთი 758წ.), რომელიც 1314 წელს დაანგრიეს და 1349-51 წლებში ხელახლა ააშენეს. მუსლიმი ვაჭრების წყალობით, მსოფლიომ გაიგო ჩინელების ისეთი გამოგონებების შესახებ, როგორიცაა კომპასი, ქაღალდი, დენთი, რაც სტიმულს აძლევდა ეკონომიკურ და კულტურულ გაცვლას აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. არაერთი ვაჭარი დასახლდა ჩინეთში და დაუნათესავდა ადგილობრივ მოსახლეობას. მათი შთამომავლები გახდნენ პირველი ჩინელი მუსლიმები.



ძიანგსის პროვინციის სტიპენდია ნანჩანგის უნივერსიტეტში სწავლის გაგრძლების მსურველთათვის
სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების ან უბრალოდ ჩინური ენის კურსების გავლის მსურველებმა.