Chinesestories

სტიპენდია ჩინეთში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის დაწყების მსურველთათვის

სტიპენდია ჩინეთში ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის დაწყების მსურველთათვის

აღმოსავლეთ ჩინეთის პედაგოგიური უნივერსიტეტი 1951 წელს დაარსდა ქალაქ შანხაიში და ითვლება ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტად, საერთაშორისო თვალსაზრისით კი 371-ე ადგილზეა.

სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა. სტიპენდია გაიცემა ჩინური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის და აკადემიური მოსწრების მიხედვით. ბაკალავრის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველმა უნდა წარადგინოს სკოლის ატესტატი ან უნივერსიტეტის დიპლომი, ნიშნების ამონაწერი, HSK 5 და ა.შ. სტიპენდია განკუთვნილია პირველკურსელებისთვის მოიცავს 2 500 იუენს (დაახლოებით 390$) ყოველთვიურად.

აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

განაცხადი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ჩინურ ენაზე;

სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი სასწავლებლის(სკოლის, ბაკალავრის, მაგისტრატურის) დამამთავრებელი მოწმობისა და ქულების ასლები;

დამამთავრებელი კლასის/კურსის სტუდენტებმა უნდა გააგზავნონ შესაბამისი ცნობა;

პასპორტის ასლი;

სწავლის გეგმა და თვით აღწერა;

ჯანმრთელობის ცნობა;

ცნობა არაკრიმინალური წარსულის შესახებ;

ჩინური ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი HSK 5, 180+ ქულით;

გაითვალისწინეთ, ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია ყველა არა ჩინეთის მოქალაქეს. 2022 წლის 15 მაისამდე.

დეტალური ინფორმაცია, აპლიკაციის ფორმები და უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშრებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეილზე nene@akhobadze@yahoo.com.

კომენტარები