Chinesestories

შანხაის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა აღმოსავლეთ ჩინეთის უნივერსიტეტში

შანხაის მთავრობის სტიპენდიის პროგრამა აღმოსავლეთ ჩინეთის უნივერსიტეტში

აღმოსავლეთ ჩინეთის უნივერსიტეტი მდებარეობს ქალაქ შანხაიში და ითვლება ერთ-ერთ ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტად.

სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ ენის კურსების, ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა. ენის კურსების პროგრამაზე ჩასარიცხად უნდა გქონდეთ სკოლის ატესტატი და იყოთ 23 წლამდე; ბაკალავრის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი უნდა იყოს 25 წლამდე და ქონდეს ატესტატი; მაგისტრატურის საფეხურისთვის _ 35 წლამდე და  ბაკალავრის დიპლომი; დოქტორანტურის საფეხურისთვის _ 40 წლამდე და მაგისტრის დიპლომი.

სტიპენდია არის ორი სახის, პირველი მათგანი ფარავს სწავლის, საცხოვრებლის და დაზღვევის ხარჯებს, ყოველთვიური სტიპენდია ბაკალავრატის საფეხურისთვის 2500 რმბ, მაგისტრატურის საფეხურისთვის 3000 რმბ, ხოლო დოქტორანტურის საფეხურისთვის 3500 რმბ. რაც შეეხება, მეორე სახის სტიპენდიას, ის ფარავს მხოლოდ სწავლის და დაზღვევის ხარჯებს.

 

აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

განაცხადი საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ჩინურ ან ინგლისურ ენაზე;

პასპორტის ასლი;

სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი სასწავლებლის(სკოლის, ბაკალავრის, მაგისტრატურის) დამამთავრებელი მოწმობისა და ქულების ასლები;

ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;( ჩინურ ენოვანი პროგრამებისთვის HSK სერთიფიკატი, რომელსაც ვადა ჯერ არ გასვლია. ინგლისურ ენოვანი კურსებისთვის IELTS მინიმუმ 6.0 ან Toefel მინიმუმ 85.00 ქულით.)

გაითვალისწინეთ, ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.

 

სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია ყველა არა ჩინეთის მოქალაქეს. 2022 წლის 31 მარტამდე.

 

დეტალური ინფორმაცია, აპლიკაციის ფორმები და უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაციასთან დაკავშრებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეილზე nene@akhobadze@yahoo.com.

კომენტარები