ხარპინის საინჟინრო უნივერსიტეტი 1953 წელს დაარსდა ქალაქ ხარპინში და ის იყო ერთ-ერთი პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც გამოწვრთნა თანამედროვე ჩინეთის პირველი ინჟინრები.
სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა _ საზღვაო არქიტექტურისა და ოკეანის ინჟინერიის განხრით. მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ყოველთვიური სტიპენდია იქნება 3 000 რმბ, ხოლო დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის 3 500 რმბ. სტიპენდია ასევე ფარავს სწავლის, საცხოვრებლისა და სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს.
მაგისტრატურის საფეხურისთვის აპლიკანტი უნდა იყოს 40 წელს ქვევით, ხოლო დოქტორანტურის საფეხურისთვის 45 წელს ქვევით და ფლობდეს ჩინურ ენას სულ მცირე HSK 5-ის დონეზე.
აპლიკანტმა პირველ რიგში უნდა დარეგისტრირდეს უნივერსიტეტის პორტალზე და შეავსოს განაცხადის ფორმა საერთაშორისო სტუდენტებისთვის;
პარალელურად, უნდა გააგზავნოს სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი სასწავლებლის (ბაკალავრის, მაგისტრატურის) დამამთავრებელი მოწმობისა და ქულების ასლები, პასპორტის ასლი, ორი სარეკომენდაციო წერილი, სწავლის გეგმა, ჯანმრთელობის ცნობა, HSK 5-ის სერთიფიკატის ასლი.
გაითვალისწინეთ, ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.
სტიპენდიაზე განაცხადი მიიღება 2022 წლის 15 აპრილამდე. მართალია, სტიპენდიის განცახადებაში ჩამოთვლილ ქვეყნებში საქართველო არ უწერიათ, მაგრამ თუ ვინმეს აინტერესებს ცდად ღირს.
დეტალურ ინფორმაციასთან დაკავშრებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეილზე nene@akhobadze@yahoo.com.