საერთაშორისო მეცნიერების ორგანიზაიციის ალიანსი არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 2018 წელს დაარსდა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის და მსოფლიოს 36 სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ.
სტიპენდიაზე განაცხადი შეგიძლიათ შეიტანოთ მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საფეხურზე კვლევის გაგრძელების მსურველებმა _ ასტრონომიის, მედიცინის, გენეტიკის, ქიმიის, გეოლოგიის, საზღვაო მეცნიერებების, კომპიუტერული მეცნიერებების განხრით. მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის ყოველთვიური სტიპენდია იქნება 3 000 რმბ, ხოლო დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის 6 000 რმბ-დან 7 000 რმბ-მდე, ყოველთვიური სტიპენდია დამოკიდებულია სტუდენტის სწავლასა და ქცევაზე. სტიპენდია ასევე ფარავს სწავლისა და საცხოვრებლის ხარჯებს.
მაგისტრატურის საფეხურისთვის აპლიკანტი უნდა იყოს დაბადებული 1992 წლის პირველი იანვრის შემდეგ და ფლობდეს ჩინურ ან ინგლისურ ენას უმაღლეს დონეზე.
დოქტორანტურის საფეხურისთვის აპლიკანტი უნდა იყოს დაბადებული 1987 წლის პირველი იანვრის შემდეგ და ფლობდეს ჩინურ ან ინგლისურ ენას უმაღლეს დონეზე.
აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:
განაცხადი საერთაშორისო სტუდენტებისთვის, ჩინურ ან ინგლისურ ენაზე;
პასპორტის ასლი;
წერილობითი მიმოხილვა კვლევითი გამოცდილების შესახებ;
მომავალი კვლევის მიმართულება და გეგმა;
სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი სასწავლებლის (ბაკალავრის, მაგისტრატურის) დამამთავრებელი მოწმობისა და ქულების ასლები;
ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გაითვალისწინეთ, ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანით ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.
სტიპენდიაზე განაცხადის შეტანა შეუძლია ყველა არა ჩინეთის მოქალაქეს. 2022 წლის 31 მარტამდე.
დეტალურ ინფორმაციასთან დაკავშრებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ მეილზე nene@akhobadze@yahoo.com.