Chinesestories

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტს (USTC) ჩინეთის მეცნიერების აკვანსაც კი ეძახიან. ის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტია ჩინეთში, რომელიც ჩინეთის კვლევითი აკადემიისა და ჩინეთის განათლების სამინისტროს ერთიანი პროგრამის ფარგლებში დაარსდა 1958 წელს პეკინში, 1970 წელს კი პროვინცია ანხუეის ქალაქ ხეფეიში გადაიტანეს და დღემდე ამ ქალაქს ამშვენებს.


უნივერსიტეტს აქვს 15 სახელმწიფო და 50 პროვინციის დონის კვლევითი ინსტიტუტი, 24 მეცნიერების აკადემიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი და 19 ინსტიტუტ-დეპარტამენტის ლაბორატორია.

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტს ყავს 35 ქვეყნიდან 210 პარტნიორი და 737 უცხოელი სტუდენტი, მათგან 72% დოქტორანტურის საფეხურზეა. 2019 წელს კვლევის და სწავლების მიზნით 46 ქვეყნიდან სულ 1 774  უცხოელი ექსპერტი იმყოფებოდა ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტში.

 

სტუდენტური ქალაქის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე:

http://vr.shouxi360.com/index.php?m=content&c=index&a=show&catid=26&id=pxSHySyNXgV

 

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი 2022-2023 სასწავლო წლისთვის აცხადებს სტიპენდიებს და მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე, სტიპენდიის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ გვერდზე.

კომენტარები