Chinesestories

სტიპენდიაზე საბუთები მიიღება 15 მარტამდე

სტიპენდიაზე საბუთები მიიღება 15 მარტამდე

ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის საერთაშორისო დეპარტამენტი აცხადებს  USTC-ს სტიპენდიებს 2022-2023 სასწავლო წლებისთვის.

სტიპენდიის პროგრამა ძირითადად გათვლილია ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებზე. სტიპენდია მოიცავს სწავლის საფასურს, სამედიცინო დაზღვევას, საცხოვრებელს და ჯიბის ფულს ყოველთვიური ხარჯებისთვის.

2017 წელს დაარსებული ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტის საერთაშორისო კოლეჯი არის სკოლა, რომელიც შეიქმნა უცხოელი სტუდენტებისთვის USTC-ში. იგი გამოირჩევა მოწინავე სამეცნიერო პროგრამებით, მენეჯმენტის კვლევებით და კარგად მორგებული დისციპლინებით ჰუმანიტარულ მეცნიერებებში.

აპლიკაციები მიიღება 2021 წლის პირველი ნოემბრიდან 2022 წლის 15 მარტამდე.

სტიპენდიის ოკლე აღწერა: 

უნივერსიტეტი: ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი

დეპარტამენტი: საერთაშორისო

საფეხური: საბაკალავრ

სტიპენდიის პროგრამა #1: სწავლის საფასური, სამედიცინო დაზღვევა, ყოველთვიური სტიპენდია 2,500 რმბ და საცხოვრებლის სუბსიდია.

სტიპენდიის პროგრამა #2: ფინანსდება მხოლოდ სწავლა.

წვდომის რეჟიმი: ონლაინ

სტიპენდიის აღება შესაძლებელია ჩინეთში.

დასაშვები ქვეყნები: ყველა სტუდენტს შეუძლია განაცხადის შეტანა გარდა ჩინეთის მოქალაქისა. 

აპლიკანტი უნდა იყოს ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანმრთელი.

აპლიკანტს უნდა ჰქონდეს   HSK 5.

აპლიკანტმა უნივერსიტეტში უნდა გააგზავნოს შემდეგი დოკუმენტები:

განაცხადი საერთაშორისო სტუდენტებისთვის;

პასპორტის ასლი;

სანოტარო წესით დამოწმებული უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი მოწმობისა და ქულების ასლები;

სარეკომენდაციო წერილი სკოლიდან ან უნივერსიტეტიდან;

ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

მეურვის განცხადება 18 წლამდე აპლიკანტებისთვის;

გაითვალისწინეთ, ეს ყველა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი ჩინურ ან ინგლისურ ენაზე.

 

როგორ დავუკავშირდეთ?

სტუდენტებს შეგიძლიათ შეხვიდეთ ქვემოთ მოცემული ლინკით უნივერსიტეტის პორტალზე, გადახედოთ კიდევ ერთხელ დეტალებს და უნივერსიტეტის გარემოს, შემდეგ ამავე პორტალში დაარეგისტრიროთ თქვენი მისაღები და სტიპენდიის განაცხადები. რეგისტრაციის დროს აუცილებლად მიუთითეთ თუ რომელ სტიპენდიაზე შეგაქვთ განცხადება. 

დეტალური ინფორმაცია, აპლიკაციის ფორმები და უნივერსიტეტის საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://ic.ustc.edu.cn/v7info.php?Nav_x=17



 

 

კომენტარები